ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანემონე
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2016


* * *






რა შენი  საქმეა მყვირალა გაზაფხული,
ჭრელი და  მსუქანი  კვირტები,
მგონია,იმდენად ძლიერად  შეგიყვარდი,
ის მიკვირს რატომ არ  ვგიჟდები.

მზეზეა მიფენილი გახსნილი დარაბები,
ცა ღრუბლებს  თეთრ ფერზე იღებავს,
შენს მერე თუ დარჩა, იქნება არაფერი,
ეგ რჩება ასედაც.. ისედაც..

ნეტავი, რამდენი წუთის წინ ჩაუვლიათ,
სხივებს  სართულიდან  სართულზე.
შენიდან გასაქცევად  რამხელა მანძილია,
ვიღიმი და სულსაც ვატყუებ.

არც ჩემი საქმეა, მზეა თუ გაზაფხული,
ეგ მხოლოდ მერცხლებმა იკითხონ,
შენ ალბათ დადიხარ ლაღი და გამართული,
ტკივილო, ცხოვრების  წიწილო.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები