ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2016


თქვენ... (თამარ თედიაშვილს, ჰენრი დოლიძეს)

თქვენ საქართველოს ისე უხდებით,
ვით უხდებოდა თამარს სოსლანი!
გადაივლიან სევდის ღრუბლები
და გაიხარებს ნაღდი მგოსანი!

თქვენ ამ ქვეყანას ისე უხდებით,
ვით უხდებოდა მედეას რეზო!
დამილოცნია უფლის უფლებით
ყველა ქართველის სახლი და ეზო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები