ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2016


ცხენები ...

ლანდი ხარ თითქოს, ჰაერივით თან გამჭვირვალე
და თითებივით დაგეთვლება მალე ნეკნები,
ეს უწონობა დედამიწას მაინც ამძიმებს,
ან შენ გამძიმებს დედამიწა და შენ ვერ ხვდები...

მიდი ადექი, იხმაურე, სუნთქვას უმატე,
რომ გაჩერებულს ვეღარ გცნობენ უკვე ფაქტია,
სადაც სირბილი ეზარებათ ახლა ულაყებს,
იქ ფაშატები გაოფლილი ზურგით დაჰქრიან.

დაიფრუტუნე გააყოლე ჰაერს ნაღველი,
მიძინებული სიამაყე გამოაღვიძე,
არ დაიჩოქო თორემ მერე ვეღარ ადგები
და გაგიხდება დასაბმელი ხორცი აღვირზე...

არ მიეჩვიო უცხო ბაგას დიდხანს იცოდე,
სისხლი, რომელიც შენში ბორგავს მეტის ღირსია,
არ დაიღალო მაშინ თუკი ასე ისურვეს,
თორემ დავარდნილ ცხენებს ბოლოს, შუბლში ესვრიან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები