ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2016


იდეალურ ქალს ნუ დაეძებთ დედამიწაზე

ოცნებობთ მასზე,
თუმცა სხვებზეც დაგეფიქრებათ,
თქვენ ილუზიამ,
დაგიმონათ ქალთა შეგნების,
იდეალურ ქალს ნუ დაეძებთ დედამიწაზე,
იდეალური არ ჰქონია ადამს ნეკნები.

იდეალურ ქალს ნუ დაეძებთ დედამიწაზე,
ეძებეთ ქალი ნდობისაგან გამოძერწილი,
და თუ ამ ნდობის,
ერთგულებას დაუსვა მძიმე,
მძიმე არ არის ასეთისთვის დასმა წერტილის.

იდეალურ ქალს ნუ დაეძებთ დედამიწაზე,
ეძებეთ ქალი განათლების მაღალ დონეზე,
თუკი იპოვნით ღალატამდე,
ცოტა დაფიქრდით,
იქნებ ერთგულად მიაბიჯოთ ეშელონებზე.

იდეალურ ქალს ნუ დაეძებთ დედამიწაზე,
ნუ გაირჯებით ამოხსნაში,
დავინჩის კოდის,
და გამუდმებით ნუ ოცნებობთ მონალიზაზე,
დედამიწაზე ოცნებები ხდებიან როდის...

იდეალურ ქალს ნუ დაეძებთ დედამიწაზე,
სული ეძებეთ,
გარეგნობას ნუ დაჯერდებით,
და როგორც კაშხლის ეფექტია მდინარისაზე,
ვერცხლის წყურვილზე უსულოსთან ნუ გაჩერდებით.

იდეალურ ქალს ნუ დაეძებთ დედამიწაზე,
და თუ დაეძებთ,
გაისარჯეთ მათი შექმნებით,
ქმრის სტატუსიდან გადადექით მამამისსაზე,
იდეალური დაიცალეთ თქვენი ნეკნები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები