ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2016


ქეთევან დედოფლის მონოლოგი

შემომახიეს ტანზე პერანგი
და დამიშანთეს ორივე ძუძუ!
მაშინ ხარობდა მტერი ვერაგი,
როცა მხედავდა დედოფალს უძლურს!
თუმც ერთხელაც არ დამიკვნესია,
შირაზს რომ მგლეჯდნენ გულს ჯალათები!
ალბათ ეგონათ, მე ჩემს მესიას -
იესო ქრისტეს ვუღალატებდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები