ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2016


მ ა რ ტ ი

მითხარი  მარტო?
მოხვედ  ჩემთან, 
რატომ,  ასე  ხელცარიელი,
რა  ჩაიფიქრე,
რა  დაგეგმე,
მითხარ  შენი  თვალსაწიერი.
ვით  მოახერხე
ჩემს  უხილავ და
უსახო  სულს  ხელი  შეახე.
ქარი  დამოძღრე,
დაიმონე
და  თან  იახლე.
გული  გახსენი
ბრწყინვალება
თვალებს  მიახლე.
მინდა,  რომ  მეტად
არ  გელოდო,  გადაგივიწყო,
სხვაზე  გაგცვალო
შეძულება  შენი  დავიწყო,
გრძნობა  გაგიყო
ეს  ცხოვრება  სხვასთან  ავიწყო
მას  ვცე  პატივი,
დავაფასო,  ისე  გადავყვე,
ვით  გამაღმერთა
და  ნაბიჯიც  უკეთ  ამიწყო.
გიმხელ  მაისი
აპრილითურთ 
სულში  ჩასახლდა,
შენი  ამინდი
გაძაღლდა  და ისევ  გახელდა.
მითხარი  მარტო, 
შენ  ასეთი  რატომ  ხარ  მაინც,
ზოგჯერ  უჟმური,
მუდმივად კი,  მთლად  უსახური.
ოი  ქარები,
შენი  ურჩი,  ჩქარი  ქარები,
აწყდება  ახლაც,
უდიერად  ჩემს სარკმლის  მინებს,
ფიქრებს  მტაცებს  და
დამცინავად,  გარბის,  ხელს  მიქნევს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები