ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
8 იანვარი, 2009


ბეთლემი. ღამე. ჩვილი იესო...

ბეთლემი. ღამე. ჩვილი. იესო...
ღვთისმშობლის მშვიდი, სათნო თვალები,
და საკმეველის მსუბუქ კვამლს იქით,
ფრესკები ჩანდნენ ოდნავ მკრთალები.

ჩაჩოქილიყავ ხატთან ღვთისმშობლის,
ზეციდან მოძღვნილ წყალობას ჰგავდი.
იბადებოდა ჩემშიც იესო,
უფლისკენ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი.

გვათენდებოდა თავზე ბეთლემი,
ზეცისკენ აჭრილ თეთრ ფრინველს ჰგავდა,
ჩვენც ვმაღლდებოდით, გვერდით უფალი
ერთგულ შემწედ და მფარველად გვყავდა.

სადა ხარ ახლა, წელია უკვე,
აღარც შენ, აღარც ჩუმი ტაძარი,
ცოდვებმა ხელი ისე დამრიეს
ვწევარ ჩემს ქოხში ღჯუ და საპყარი.

მომნატრებია სიცილი შენი,
და თოვლისფერი შენი ხელები,
როცა მიწაზე უნდა დავეცე
შენ მიდიხარ და სხვას ეშველები.

ჩემს სამშობლოში მე ემიგრანტი
სამშობლოს ვეძებ საქართველოდან,
არ მერქმეოდა მე წაგებული,
შენი სუნთქვა რომ გვერდში მყოლოდა.

სადა ხარ ახლა, რომელ გზის ბოლოს,
ან სად მიჰყვები ცხოვრების აღმართს,
ამ ყოფისათვის არ მემეტები,
შენ უნდა ცაში არწევდე აკვანს.

სადა ხარ ახლა, ან ვისზე ფიქრით,
დილა მოდის და ღამე თენდება,
ბეთლემი, ღამე. ჩვილი იესო,
საკმევლის სუნი თუ გახსენდება.

მიდიოდი და ჩრდილივით გდევდა
დადევნებული ლოდივით დარდი,
რომ ქალი იყავ და მუზა გერქვა,
რომ გენიალურ პოეტს უყვარდი.

შენ სათნოებით ხარ დაღდასმული
და ტკივილს სხვისას გვერდს ვერ აუვლი,
და რჩები ჩემთვის ვით საყდრის ფრესკა,
მარადიული დღესასწაული...
                                                  1985წელი

                                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს