ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2016


არაგვი

მალე ფერს იცვლის არაგვი
ხმაში გაირევს გრგვინვასა,
შეაზანზარებს მთის ძირებს
კლდეებს მოსწყვეტავს გმინვასა.
შეარხევს არწივის ბუდეს,
მართვეებს ლეგა ფრთიანსა,
გამოაღვიძებს მიდამოს,
ველ-მინდორ ბულბულიანსა.
ჭალებზე გამოილაღებს
გაზაფხულს მოჰფენს გვიანსა,
ააბიბინებს ჭრელადა
ყვავილს და ბალახს რძიანსა!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები