ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2009


ვაჟასთან ყოფნისას

"ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია!"_
ამ ელვის გადმომქნეველი
ღმერთის გულსა და თვალშია,
სასუფეველშიც ოფლსა ღვრის,
ოქროს ყანების მკაშია...

ბრძენი_დარდდაუშრეტელი
იქაც საფიხვნოს თავშია!


ვინ რას გაუგებს სიყვარულს
------------------------------------
ვინ რას გაუგებს სიყვარულს,
როგორც ჰაერის შრიალსა,
როგორც ვარსკვლავთა ნათებას
და წყაროების წკრიალსა.

ვინ რას გაუგებს სიყვარულს,
როგორც საწუთროს ტიალსა,
როგორც ღრუბლების სიჩუმეს
უმზეოსა და მზიანსა.

სულ სხვა სამოსელს ჩაგაცმევს
მსუბუქსა,როგორც ნიავსა,
სულ სხვა სიმღერებს გამღერებს
მტრედის და მერცხლის ფრთიანსა,
ყინულზე მოგაკრეფინებს
ენძელასა და იასა...

ვინ რას გაუგებს სიყვარულს,
როგორც სიღრმეებს ცისასა,
ან_როგორც მშვენიერებას
სიცოცხლე-სიკვდილისასა!


***
ერთხელ შენც გნახე,სიკვდილო,
ჩაგძინებოდა მთაზედა,
ვიფიქრე:გავუსწორდები,
ხელიც გავიკარ ხმალზედა,
მაგრამ ვერ გადმოგიქნიე,
მზე დაგფენოდა ტანზედა.

დავიხარე და გაკოცე
ნამმოკიდებულ თმაზედა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები