ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2016


გაზაფხულია - მსუბუქი, მარხვის დღეები - მძიმე


(ეტიუდებიდან)

გაზაფხულია - მსუბუქი, მარხვის დღეები - მძიმე.
საცაა, ცრემლი მომწყდება, წამწამზე მოციმციმე.
მოძღვარი ვერ მაზიარებს, ვერც აღსარება მეთქმის.
რა ვუყო გვემას, იარებს, სიხშირეს გულის ფეთქვის!
სიყვარული მჭირს ისეთი, რომ ვევედრები გამჩენს,
ყველაფერს მოვინანიებ, ეს ერთი ცოდვა - დამრჩეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს