ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
8 მაისი, 2016


ხანძარი

ხანძარია, ხანძარი!
ატყდა ერთი  ჩოჩქოლი,
ღუმელი დარჩენია,
მელაკუდას სოროში.
სპილოს მოაქვს ხორთუმით,
კუზი სავსე აქვს აქლემს,
ტურა ყველას ეძახის,
ჰე, ჩქარა წყალი აქეთ.
ჟირაფიც კი მოვიდა,
შეიტანა მან წვლილი,
წყალი რით მოიტანა?
სავსე ჰქონდა მას პირი.
ცრემლებსა ჰღვრის მელია,
დასტრიალებს კურდღელი,
გული რომ დაუშვიდოს,
ასმევს ნაყენს კუნელის.
უკვე კვამლი არ ასდის,
თუმც დიდია ზარალი,
ტურამ მელას შეჰფიცა
შეიკედლებს ზამთარში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები