ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2016


ნეტავი ვიყო შანდალი



არ მინატრია სამოთხე
არც უკვდავების წყალია
არც კოშკი ცამდე ასული
და არცა ნატვრისთვალია
ნეტავი ვიყო შანდალი
არ იჯრებოდეს კარია
სიცოცხლეს მილამაზებდეს
სანთლის ფერი და ალია
ვხედავდე როგორ ლოცულობს
გაცოცხლებული მკვდარია
როგორ ყვავილობს გულებში
მარადიული დარია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები