ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2016


სევდისფერი თვალები

სევდისფერია თვალები შენი,
ჩემი თვალებიც სევდისფერია,
ისე უხდები ერს, ვით მთას შველი,
ან როგორც ზღაპარს ნაზი ფერია.

მიდიხარ, მიგაქვს ქუჩა... სხეული
ჩამოქნილი გაქვს ვენერასავით,
ამ სილამაზით გამორჩეული
სიყვარულისთვის ღელავ ზღვასავით.

და ვიდრე ვცხოვრობ გულის კარნახით -
მუდამ გეტყვიან სათქმელს ტუჩები,
’’გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები“.

სევდისფერია შენი თვალები,
ჩემი თვალებიც სევდისფერია,
მაოცებ, როგორც ამორძალები,
ანდა ვით ზღაპრის ნაზი ფერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები