შენ საუბრობ, მე ვნებიანს ვამჩნევ ტუჩებს, სიყვარულით ვუმზერ ჭკვიან ლამაზ თვალებს, სიყვარულით, სიყვარულით ... მერე უცებ შარს მოგდებ და ჩემს შეცდენას დაგაბრალებ.
მოგწვდები და წამში კაბას შემოგახევ, რომ ვიგემო გაგიჟების სიხარული, შენ კი იგრძნობ, ყველა კარს რომ შემოვაღებ, რამხელაა სიგიჟეშიც სიყვარული!