ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 მარტი, 2016


შენ კარალეთი გაგონდება, მე კი...

შენ გაგონდება კარალეთის თბილი დღეები,
მე კი სოხუმში დასვენება მომნატრებია,
სულ არ მჭირდება ქართველს უცხო სამოთხეები,
ჩემი სამოთხე ჩვენი ბარი, ჩვენი მთებია.

შენ კარალეთის გაგონდება განთიადები,
მე კი იობის მოთმინებით მომელის რიწა,
თვალებიც იმას ამბობენ, რომ გავმთლიანდებით
და საბოლოოდ გაიხარებს ქართული მიწა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები