ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2016


როგორც თარაში...

გაზაფხულია ჩემს ქვეყანაში,
მარტი გიჟის როლს ისევ ასრულებს
და ვით ეტრფოდა თამარს თარაში,
მეც ისე ვეტრფი ტურფა ასულებს.

გაზაფხულია ამ ქვეყანაში,
შემოაღწია მარტის მზემ გულში
და თუ დამჭირდა, როგორც თარაში
სიყვარულისთვის შევალ ენგურში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები