ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
19 მარტი, 2016


ჭაობი

    იყო და არა იყო რაა..იყო ერთი ლამაზი ქვეყანა, იქ  ყველაფერი ლამაზი და კარგი იყო, გარდა ერთისა...უზარმაზარი ჭაობი გაჩენილიყო იმ ქვეყნის შუაგულში და ყარდა სასტიკად....ჭაობში საძაგელი ადამიანები სახლობდნენ..ბუქნაობდნენ იქ , მოსწონდათ ერთობ იქ ყურყუმალობა და ერთმანეთისა სიმყრალით ტკბობა....ერთმანეთისა ხოტბის შესხმა.....რამეთუ ერთი სულისა იყვნენ ის უწმინდურნი და თან საცოდავნი ამავ დროს
    ჰო და  განიზრახა ერთმა გმირმა ამ ჭაობის ამოშრობა თუ ვერა, ამ მყრალების დანამუსება მაინც და ნორმალურსა ცხოვრებასა დაბრუნება..მიადგა იმ ჭაობსა და დაუწყო მათ შეგონება....ეჰეი, ყარხართო, ხალხო, აუტანლად ყარხართო და გონს მოეგეთო....


    მაგრამ აბა მყრალთ რას შეაგნებინებ? გაყურსულნი ისხდნენ იქ, სიღრმეში ეგ საზიზღრები (თან საცოდავნი)  იცინოდნენ ჩუმად და ბუყბუყებდნენ საამოდ....ასე წარმოედგინათ მათ ცხოვრება თავისი და აბა რა ექნათ!..რამეთუ სხვა არა ენახათ და არა გაეგონათ რა....
კიდევ შესძახა იმ გმირმა...ახლა უფრო ახლოს მივიდა და ისე....
    მერე ალბათ არ ესმითო ?.....გაიფიქრა , ჭაობშიც შესდგა ფეხი და ისე შეეცადა ახლა მათ დანამუსებას ....ეჰეიო, ხალხნო....ეჰეიო, გონს მოდითო..სირცხვილიაო....განა ღმერთი მაინც არა გწამთო?..განა არ წუხდებითო ასე სიმყრალეში რომ ცხოვრობთ და ეგეც ჯანდაბას, მთელს ქვეყანას აყროლებთო.....განა წმინდა არაფერი გინახავთო, სუფთაო ?...
მაგრამ გაგიგონიათ??? უფრო აამყრალეს და უფრო მეტი ბუქნაობა დაიწყეს იმ საცოდავებმა ...რადგან საქონლური ინსტიქტები მძლავრობდა მათში...ასე ეგონათ რომ რაც მეტ ჯიბრს გავუწევთ და დავბრმავ-დავყრუვდებით, რაც  მეტს ავყროლდებით, უფრო უკეთესიაო...ასე უფრო ეტკინება გული ამ გმირსო....
კიდევ უფრო ღრმად შევიდა  გმირი და ისევ შესძახა..ეჰეი! ეჰეი!....ხალხო! გეყოთ სიმყრალეში ცხოვრება და ბუქნაობა!!!!! გეყოთ ამდენი ფარისევლობა !



    .....ბოლოს ყელამდე ჭაობში და სიბინძურეში ჩაფლულს, უკვე ხმა ჩაეხლიჩა და სიმყრალისაგან ხრჩობაც დაეწყო....ჩაიძირა კიდეც და რადგან უკვე სიმყრალესა შიგან მყოფი იყო, უკვე ცოტაც და პროტესტი აღარ მოუნდებოდა!...ისიც მათნაირი გახდებოდა!....
მაგრამ იპოვნა საკუთარ თავში ძალა....ის ხომ ადამიანი იყო და არა  საქონელი და არარაობა ....ჰო და ამოყვინთა, გადააფურთხა.....თფუი თქვენი  და კიდევ იქ შემსვლელის ასე და ისეო, წამოვიდა .... მეტი იქ აღარ დაბრუნებულა....
...................................................................
მორალი: თუ ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ყარს...უნდა გამოსცილდე, ხელი არ უნდა შეუშალო, რამეთუ , რაც მეტს დაანამუსებ, უფრო აყროლდებიან ...თუ კიდევ ჩაეძიებით ღრმად და.........შეიძლება თავისნაირად გაქციონ.....


ს.ნ.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები