ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2016


მინიმები

ერთი ფუტკარი
მაინც რომ მანახა ღმერთო,
შიმშილით მკვდარი,
ყვავილები
რომ დასაჩხვლეტად
ვერ გაიმეტა.
***********************
სისხლის წვეტებია ვარსკვლავები,
ქრისტეს დალურსმული მტევნებიდან.
როგორ უმტკივნეულოდ ვუყურებთ
დღესაც.
*******************************
რომ მიატოვეს
და გადაფრინდნენ,
იქ თბილ ქვეყნებში,
იმ ჩიტების,
იმედები მძულს.
დაბლა ,
ზღვის ფსკერზე,
რომ ჩაჰყვებიან,
ფრთებ ნამტყუნები,
ცალის სილუეტს,
მე იმ ჩიტების,
გადარჩენა მწამს.
********************************
რატომ შემორჩა,
დღემდე ხსოვნას ,
ცალხელა კაცი?!
ტყეში საკრეფად
გამოსული,
ყვავილებისთვის.
ალბათ იმიტომ,
ინსტიქტურად,
რომ გავუწოდე,
მარჯვენა მოჭრილს,
ჩემი ხელი
ჩამოსართმევად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები