 | ავტორი: სერგეი ჟანრი: იუმორისტული 22 მარტი, 2016 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
--ეს რა დაგიწერიათ? ეს ხომ...ბანალობაა და ბანძობა! სინათლე არ არსებობს ! საიდან მოიტანეთ???? --კი მაგრამ---გულწრფელად გამიკვირდა....--განა ფანტასტიკის დაწერა არ მთხოვეთ???? რედაქტორი წამიერად ჩაფიქრდა --- ფანტასტიკა, კი...მაგრამ....იცით რა? სინათლე, რომც არსებობდეს, გინდაც ამ თქვენს ფანტასტიურ რომანში, ჩვენ მაინც არ გვაინტერესებს! ჯერ ერთი და მერე დანარჩენ მწერლებს არ კითხულობთ? სიბნელეზე წერეთ! სიბნელეზეეეეე ! აი, მათხოვეთ... აქ გადააკეთეთ...კიდევ აქ.....ხოოო....და ჩამოწვა უკუნი....აბა ნახეთ რა კარგია! რა სასიამოვნოდ და ამაღლებულად ჟღერს!....ხედავთ???კიდევ აქ.......მზის ამოსვლა????? ამოსვლა კი არა ჩასვლა! სამუდამოდ! ხომ გითხარით! ისტორიაც არ გცოდნიათ...აი, რომ გეუბნებოდით რატომ უნდა იკითხოთ მეთქი თანამედროვე პროზა! ყველა ასე წერს! სიბნელე და უკუნი! თქვენ რა? გინდათ გამორჩეული იყოთ? მე ჩავახველე და გადახაზულ ტექსტებს ცერად შევხედე .....დავაკვირდი..... --აქაც მოაშორეთ ეს სინათლე! ---კარგით ბატონო..... ----მზე? ,მზეც ამოიღეთ.....დიახ....მეორე მზე? ესეც ამოიღეთ...უკვე ორჯერ ახსენეთ ეს ბანალობა და სისულელე!... კი მაგრამ? --უკვე გავბრაზდი--მაშ აბა ასე რაღა დარჩება ჩემი ნაწერიდან? რედაქტორმა სათვალე მოიხსნა......დამაკვირდა .. --აი ეს დარჩა...და კარგია! მომწონს!...დიახ! --ანუ დამიბეჭდავთ? --გამიხარდა.... --იცით რა....კი, მაგრამ ახლა უკვე გვიანაა.....ორი, ან სამი ათასწლეული მოიცადეთ, ან სხვა დაწერეთ....ამ ეპატზე ვერა.....ლიმიტი ამოწურულია..
............................................................... ....და ასე ლოდინში გავიდა ოთხი გრძელი ათასწლეული....მე ისევ მივედი იმ რედაქტორთან, მან მიცნო და რატომღაც გაუხარდა კიდეც ჩემი დანახვა, ისე როგორც ალბათ ძველი მეგობრისა..... ...რა კარგია, გავიფიქრე..ახლა უეჭველი დამიბეჭდავენ! ცოტა მოცდა კი მომიწია, რედაქტორი ვიღაც ავტორებს ესაუბრებოდა...ისმოდა ხმები ---ეს კარგია....აი ყოჩაღ ! მაგარი მისტიკაა.....მხეცია! --ესეც.....""მარცხენა ხელში თონის პური ეჭირა და ძველი, მომწვანო ბათინკები ეცვა გიოს ... მშრალ ხიდზე მიაბიჯებდა საბასთან ერთად...ვიღაც მეძველმანე ხიდზე შიბაქებს ყიდდა და სტალინის ნაქონი ჩიბუხებიაო იძახდა...ბიჭებმა გაიცინეს და იქნებ ვიყიდოთო.....მერე სტალინი დაესიზმრათ თურმე...ახრჩობდა ორივეს ეს ბელადი და სულ სამელნით სცემდა! ის სამელნე, ფოტოზე რომაა, კრემლში.....""გადასარევია! რა კარგად წერთ! მხატვრულად! ----ესეც მაგარია....ნამდვილი, თანამედროვე ქალაქური ფანტასტიკაა! -----""არაყი დალიეს და პადიეზდში ჩამოჯდნენ..მერე სალომემ სიგარეტი გააბოლა და უცებ აკოცა გიოს....""აქ როგორააა? ანუ სალომე უცხოპლანეტელი იყო და გიოს, თავის შეყვარებულს გადასდო ვირუსი.......მუტაციაც დაეწყო...-რა მაგარი ხართ!-გენოისი ხართ !!! აი რა გვინდოდა ! აბა კიდევ წავიკითხო ცოტა....""გიო გამოვარდა მერე და სულ დედის ტრაკი აგინა ქუჩაში საბას, თავის ტრუსიკის ძმაკაცს...შენ რამე ხომ არ გეშლება ,სალომეზე ცუდი არაფერი მითხრა, შე ჩემა, ჩემი პირველი და წმინდა სიყვარულიაო...ეგ სალომე კი არა უცხოპლანეტელია და ჰა თუ არაო, მაგასაც ნახავო...უთქვამს საბას, ძმა ხარ და სიმართლე იმიტომ გითხარიო....სალომე ამ დროს თვალებს აბრიალებდა და იბღვირებოდა....თავი დაუღუნავს და გარიდებულა იმ ადგილსა... და მერე საბა მტკვარში უპოვნიათ დამხრჩვალი...გიო კი , რომ მიხვდა თურმე დაავადებულია რომელიღაცა კოსმიური ვირუსით, ისევ მშრალ ხიდზე გავარდა, ის შიბაქი იყიდა და იმით მოკლა სალომე , ანუ უცხოპლანეტელი არსება? ეს როგორ გავიგოთ? ---შიბაქი ტიტანისა იყო.....--გავიგონე ავტორის ჩურჩული..---ხოლო საბა იმ უცხოპლანეტელმა გადააგდო მტკვარში! ანუ სალომემ! თურმე სხვა გოგოს სახე მიუღია, უბედური საბა მოუტყუებია, წამო მტკვართან , კედლის იქით, მმმმაგარ მინეტს გაგიკეთებოოოო...ხო და რომ ჩაიხადა უბედურმა საბამ , თავი ასწია და თვალები მიაშტერა სამების ტაძარს სიამოვნების მოლოდინში..... იმ უცხოპლანეტელს (სალომეს, ანუ, პრინციპში კი რაღაცა რეპტილოიდური რასის წარმომადგენელს ) ჯერ უკბენია და მერე ტკივილისაგან გათანგული ბიჭი წყალში გადაუგდია.... --და ვერავინ დაინახა, ???--ცოტა არარეალურია ისე...-----იკითხა ეჭვით რედაქტორმა და დაიჭყანა ... --ეს ხომ ფანტასტიკააა!.....უპასუხა წყენით ავტორმა..... --ააა... ხოოო...----მიუხვდა რედაქტორი და ორივემ გაიცინეს....----მაგარი სიუჟეტია..... დავიჯერო ლამის!....----მერე კი აღრიალდა : ....მიღებულია! გენიალურია! დიდებული! აბა ამას ვინ მოიფიქრებდა????..მეც კი ვერ მივხვდი..... შემდეგ ისევ მათი მხიარული სიცილი გავიგონე.....
.................................................................................... და აი ჩემი დროც მოვიდა..... შევედი, გადავშალე და კითხვა დავიწყე ... .....დიდხანს ვკითხულობდი, რედაქტორი კი მგონი არ მისმენდა, როცა ნაწარმოების პირველი ნაწილი ჩამოვარაკრაკე, ანუ ის ნაწილი, თუ როგორ ბნელოდა ქალაქში, თუ როგორ დააბიჯებდნენ მოქალაქეები ჩაშავებული , შეწუხებული სახეებით, მან აშკარად ვერ გამოიტანა აზრი......მეორე ნაწილში უკვე მოთხრობილი იყო ბნელეთის კლანის ქმედებები , როცა ამბოხებული ადამიანი ჩაქოლეს, რომელიც ქუჩაში სინათლეზე ქადაგებდა.... მერე კი თუ როგორ ჩამოახრჩეს პირველი ფანრის გამომგონებელი..... ქუჩის განათების გაუქმებულ ბოძზე......აქ რედაქტორმა საერთოდ მთქნარება დაიწყო და მგონი ჩაეძინა კიდეც, მაგრამ როგორც კი ეპილოგზე გადავედი....... ........................................ --და ჩაყლაპა ყველაფერი სიბნელემ....სანსლავდა ურცხვად და უკომპლექსოდ! ----კარგია!...აი ასე!--გამოფხიზლდა რედაქტორი და თვალი ჭყიტა ----და ჩაყლაპა ასევე მთელი გალაქტიკა სიბნელემ და უკუნმა.... მხოლოდ სადღაც ,კოსმოსის თვალუწვდენელი სიღრმეებიდან მოექანებოდა დედამიწისკენ ერთი პატარა ფოტონი....მოექანებოდა და.... --რაო??? --წამოხტა რედაქტორი----რაო? ხომ არ მომეჩვენააა???? აკი შევთანხდით სინათლე აღარ გამაგონოთ მეთქი!!!!! უკვე ნერვებს მიშლით! მე აღარ ვუსმენდი, ვიღიმებოდი და თან ხმას ვუწევდი! ამ აფერისტებზე ოთხი ტყუილად დახარჯული ათასწლეულის სიბრაზე მახრჩობდა! რისთვის? რისთვის ?.... ---და ჩაყლაპა სიბნელემ მთელი ქალაქი“!...პლანეტა! გალაქტიკა! მთელი სამყარო! მთელი ლიტერატურა, ბნელ რედაქტორებთან ერთად .....და აღარ იყო თითქოს საშველი ..ცოტაც და მარადიული წყდიდადი გამეფდებოდა სრულიად სამყაროში....მაგრამ მოაღწია ამასობაში ...ამასობაში...ატმოსფეროში შემოიჭრა --გადავფურცლე , პაუზა გავაკეთე და გამარჯვებული სახით მივაშტერდი! რედაქტორს ბოროტად აენთო თვალები და ტელეფონს აკანკალებული ხელით მისწვდა...მე კი უკვე აღარ მაინტერესებდა რა მოხდებოდა, მთელი ხმით ვყვიროდი : ---და მოაღწია ამასობაში ამ პატარა ფოტონმა დედამიწამდე! და გაანათა ყველაფერი! ერთი პატარა კუთხეც აღარ დარჩა ჩაბნელებული! გაანათა სახლები, მოედნები, სკვერები, სტადიონები!....სკოლები!.... საავადმყოფოები! ადამიანთა გულები!...ბნელეთის მომხრენი გარბოდნენ ვითარცა ვირთხები....ერთმანეთს ეჯახებოდნენ და მალაყებს აკეთებდნენ დაბნეულნი ..ყირაზე გადადიოდნენ, რამეთუ დამწვარ თვალებზე ორივე ხელი აეფარებინათ...თან ჭყიოდნენ გამწარებულნი.......ხოლო ხალხს , რადგან განათებულიყო და სინათლე იხილეს, უკვე შეედარებინათ ის სიბნელესთან და შესაბამისი დასკვნაც გამოეტანათ! აი, აი თურმე რატომ ეწინააღმდეგებოდნენ ასე სინათლეს ამ ბოროტი კლანის წარმომადგენლები! ! აი რატომ! იმიტომ რომ თუ სინათლე არაა, ბნელი ნორმად და მშვენიერ მდგომარეობად განიხილება! ................................. ....ხელი მტაცეს .....ქაღალდები ძირს დავარდა........,მე კი მაინც განვაგრძობდი ყვირილს ..სანამ ერთი მაგრად არ ჩამარტყეს თავში......გონი დავკარგე..მხოლოდ სადღაც შორიდან მესმოდა თუ როგორ ღრიალებდა ვიღაც : ----გაათრიეთ აქედან ! ---ბნელეთის კლანის გამგებლის სახელით, მიესაჯოს , ბრალდებულს, მთელი დარჩენილი ცხოვრება იკითხოს ბნელი , შავი პროზა! სანამ არ ისწავლის როგორ წეროს სწორად! გაუმარჯოს სიბნელის მესამე იმპერიას! გაუმარჯოს ლიტერატურულ რასიზმს! .................................... ..ხოლო რა იცოდნენ მათ რომ ამასობაში, კოსმოსის თვალუწვდენელი სიღრმეებიდან მართლაც მოექანებოდა ბნელი დედამიწისკენ ერთი პატარა ფოტონი...მოფრინავდა და ახალი ერის დასაწყისი მოქონდა...ეს იყო ერა სინათლისა...... ს.ნ.2016.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. არვიცი, როგორ და რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ ამ განუკითხაობას, მაგრამ რაც ეხლა ხდება ქართულ ლიტერატურაში ასეთი, მგონი, პროლეტარული ლიტერატურის ზეობის დროს არ ხდებოდა. არვიცი, როგორ და რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ ამ განუკითხაობას, მაგრამ რაც ეხლა ხდება ქართულ ლიტერატურაში ასეთი, მგონი, პროლეტარული ლიტერატურის ზეობის დროს არ ხდებოდა.
4. სერგეი, ძვირფასო, სატელევიზიო ანძის ერთ-ერთ საყრდენ დაფაზე დაწერილს ჰგავს ეს მოთხრობა თუ მეშლება?
ფოტონის იდეაც მხოლოდ მაგ სიმაღლეზე შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს. =))
სერგეი, ძვირფასო, სატელევიზიო ანძის ერთ-ერთ საყრდენ დაფაზე დაწერილს ჰგავს ეს მოთხრობა თუ მეშლება?
ფოტონის იდეაც მხოლოდ მაგ სიმაღლეზე შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს. =))
3. ...ერთი პატარა ფოტონი - და ვსო. აქ დამთავრება ჯობდა, ჩემი აზრით.
არა-უშავს. ...ერთი პატარა ფოტონი - და ვსო. აქ დამთავრება ჯობდა, ჩემი აზრით.
არა-უშავს.
2. სერგეის სტილია. :) რასიზმი და სნობიზმი ყოველთვის იარსებებს ყველა სფეროში. ასევე სულ იქნებიან გონიერის იმიჯის მქონე უგუნურები. ჩვენ ამას ვერ შევცვლით, უბრალოდ უნდა დავიკიდოთ. ;) სერგეის სტილია. :) რასიზმი და სნობიზმი ყოველთვის იარსებებს ყველა სფეროში. ასევე სულ იქნებიან გონიერის იმიჯის მქონე უგუნურები. ჩვენ ამას ვერ შევცვლით, უბრალოდ უნდა დავიკიდოთ. ;)
1. იუმორისტული ფანტასტიკა & ჰორორი.
წვიმაში დაწერილს გავს.........:)
კარგად იყო ხაზგასმული "პრობლემა"
რაც მთავარია დამაიმედებელი ფინალი აქვს. იუმორისტული ფანტასტიკა & ჰორორი.
წვიმაში დაწერილს გავს.........:)
კარგად იყო ხაზგასმული "პრობლემა"
რაც მთავარია დამაიმედებელი ფინალი აქვს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|