ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2016


დრო

გარდაუვალი ამინდების დღეები დგება.
დრო კი ამ სცენას, პარტერიდან განაბვით უცქერს.
არ ედარდება, ქარია თუ ელვა ან სეტყვა,
ჭექა-ქუხილის დარდიც არ აქვს,
დრო, სპექტაკლს უმზერს.
და მოქმედება პირველია;
გამოდის მარტი.
შემორჩენილი იანვრის და თებერვლის სუსხებს...
ხან ალმაცერად მომზირალი და თანაც მნათი,
გამკრთალი სხივის ათინათით, ნათელი მზისებრ.
დრომ იცის მისი ხასიათი და მასში კვდება...
უყვარს, დროს გზების ლაბირინთი,
დღე ღამის სიგრძეც.
და დრო გარდაცვლილ, გარდასახულ ფერით და ეშხით,
სხვა მოქმედებას ყოველითვის პირველში იწყებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები