ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2016


წმინდა ბაძვა

(ასახვა, კვალი დარტყმის შემდეგო)

გადასვლა ძაღლის ყეფიდან ძველი მუსიკის ყეფაზე.
აღარ იღელვო, დილისთვის ეს აღარ გემახსოვრება,
რადგან ისეთი მთვრალი ხარ, ფანჯრების გამოღებამდე,
წაიფორხილე და სამჯერ თავი მიარტყი... ცხოვრებას;
კედლებში ჟონავს თამბაქოს ფერი იმედი აპრილის,
მოინანიე, ილოცე, იქნებ როგორმე გადარჩე!..
აზრი აღარ აქვს ადრე თუ თვითმკვლელობაზე აცრილი
გეგონა თავი, როდესაც ასე ახლოს გაქვს დამბაჩა
ლექსებთან...
როგორც ჰაერის ყოველდღიური ლიმიტი,
ქურთუკის ჯიბით დაგყვება
ფალოსოფოსი ევროპა...
და მეზობელი კორპუსის დასაპყრობად და ლიფტისთვის
ხუთთეთრიანი ნახტომი მთელი ცხოვრება გეყოფა...
რა დროს ვარდბულბულიანი,
აღმოსავლური მოტივი,
ფუძესარღვევი კედლები,
სოციალიზმი...
საშიში
ხდები ხალხისთვის... პოეტებს, რომ ვერ უძლებენ დატვირთვას
თავისუფლება!
ბოჰემა!..
აბი LSD…
ჰაშიში...
ჩარბი კიბეზე, ბავშივით ვიღაცის კარზე დარეკე
ზარი... დასასკდომ თვალებში შიზოფრენიას განათებ...
- მიიღე ლიფტო ჩემგან ეს ხუთთეთრიანი ტარიგი,
ზემოთ ამიშვი, არ ვხტები,
გამოვფხიზლდები მანამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები