ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2016


სად რა ხარ

ნეტაი ახლა სად რა ხარ
შენზედ ფიქრმა რო დამათრო,
წამომიარე სურვილად
ჩემო ლურჯთვალა წარმართო!
რამდენჯერ მომაგონდება
ნაწისქვილარი რუები
ჩვენი ალერსის დასტური
ხეზე პატარა ბუები...
გაღმა ნახატრის სიღრმეში
ნელა ჩალევა მთვარისა
და ცხელ ბაგეზე ალმური
შენი სხეულის ცვარისა.
წყლიანი ტაფის ზვარეში
გვერდი გვერდ ჩვენი ბაღები,
პირველი კოცნით დამწვარი
გონარეული ბალღები.
ნეტაი ახლა სად რა ხარ
ჩემო ლურჯთვალა წარმართო?
შენსავით ეს ჩემი გული
დღემდე რომ ვერვინ გაათბო!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები