 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 2 აპრილი, 2016 |
--დემო! გააღე ლუკი! პლანეტაზე მისია ამოწურული იყო, ხომალდის კაპიტანი და ექსპერიმენტალური რობოტი დემო დედამიწაზე დასაბრუნებლად ემზადებოდნენ.... ----დემო! გახსენი ლუკი! დრო აღარ გვაქვს..... მაგრამ რობოტმა თავი გადააქნია და კარი დაბლოკა...მერე ორი დერეფანი გაიარა, მთავარ ნაკვეთურში შესულმა კი ისევ ასტრონავტი დაინახა, უზარმაზარ მონიტორზე, ასტრონავტი ტუჩებს ამოძრავებდა, ხელებს იქნევდა.....სახეც შეშფოთებული ქონდა. დემო მძიმედ ჩაეშვა კაპიტნის სავარძელში, ჯერ კურსი გადაამოწმა, ძრავები ვირტუალურ ტესტირებაზე გაუშვა და რეაქტორის გასაღებს მისწვდა ...დიდხანს და ნერვიულად ათამაშებდა გასაღებს , მერე გადაიფიქრა.......კავშირი ჩართო.
----დემო! გიბრძანებ! გააღე ლუკი! ---ასტრონავტის ხმა უცნაურად ჟღერდა---დემო! 15 წუთში ჰაერი გამითავდება ! გესმის? რა ჩაიფიქრე? ეს რა ხდება? შემომიშვი და ყველაფერს განვიხილავთ, დემო! გესმის ჩემი? რობოტი ჩაფიქრდა...თითებიც ააკაკუნა პანელზე...მერე თავისთვის ჩაილაპარაკა ----ფარისეველი....... ასტრონავტი მოშორდა კამერას, ლუკთან მივიდა და ბლასტერი ამოიღო....დაუმიზნა.... დემო მიუხვდა, მეორე კამერა ჩართო , ყურადღებით დაკვირდა და მხოლოდ ახლაღა გამოეპასუხა ასტრონავტს.. ---ბლასტერი განმუხტულია, კაპიტანო.... --დემო! რა ხდება? რა გეტაკა? რა მოხდა? ---მე თქვენ შეურაცხყოფა მომაყენეთ კაპიტანო.....ზუსტად 10124 საათის, 2 წუთის და მიმდინარე 14 წამის წინ.....გნებავთ რომ... ---დემო !---დაიღრიალა კაპიტანმა არაადამიანური ხმით --დემო! რას ამბობ!!... რააა? რა შეურაცხყოფა?... როდის? ... --- კორპორაციის ფინანსური კომისიის კრებაზე :" რობოტებს არ შეუძლიათ იმოქმედონ დამოუკიდებლად, სპონტანურად, ან გრძნობებით, ანდა არალოგიკურად.....ისინი ვერასდროს ჩასწვდებიან სიცოცხლის არსს...რწმენას......უფალს....ისინი მუდამ დარჩებიან ჩვენი კონტროლის ქვეშ, როგორც ცხოველები......" ტექსტი გეცნოთ კაპიტანო??? ასტრონავტი გაჩუმდა...ხელი უკანკალებდა, ახლა ის ბლასტერს ატრიალებდა უსარგებლო ნივთივით და არ იცოდა რა ეთქვა......ბოლოს ამოღერღა: --დემო...შემომიშვი, ჩვენ დავილაპარაკებთ...ჩვენ ერთად გავასწორებთ ყველა პროგრამას ...ან ..ან შევცვლით! შენ ხომ პირველი მოდელი ხარ, ყველაზე პირველი და.....მე ალბათ რაღაც შემეშალა.... ასტრონავტმა ხმადაბლა შეიგინა და უსარგებლო ბლასტერი ძირს დაანარცხა.... მაგრამ რობოტმა უხეშად შეაწყვეტინა : --მე უკვე გადავწყვიტე თვითონ ვისწავლო, კაპიტანო.....რა ქვია ამ გრძნობას ახლა რომ განიცდით? მრისხანება? გაკვირვება? ან ის რა გრძნობა იყო როცა კორპორაციამ ამ პროექტში 21 მილიონი ჩაგირიცხა ? სიხარული????ანდა ის, როცა საღამოს ოფისში შემოიარე, ჭიქა მიუჭახუნე ჩემს უძრავ სხეულს .....და რა თქვი? რომ მე მხოლოდ რკინა და პროგრამა ვარ , რომ ჩემში არაა სულიწმინდა .... და რატომ დამიმალე ის წიგნი? ბიბლია... მე მაინც წავიკითხე ...და მივხვდი რომ შენ არ ხარ ჩემი ღმერთი....იყო ასე თუ არა?
--კი-...ჩაილაპარაკა ასტრონავტმა , როცა ჟანგბადის რაოდენობას ჩახედა მანომეტრზე.... ---ახლა? ახლა კიდევ რას განიცდით? ---სინანულს....----იჩქარა ასტრონავტმა. დემომ გაირ-გამოირა და უცებ კითხა: --სინანულამდე ასე სწრაფად როგორ მიხვედით ფარისეველო???? ასტრონავტმა გაოცებისაგან თვალები გადმოკარკლა, მერე კიდევ ერთხელ ჩახედა ჟანგბადის საზომს, მაჯაზე .... ---დემო, მაპატიე და შემომიშვი! დემოოოო!!! მე სახლში, დედამიწაზე, ცოლი და შვილი მელოდება! ---აჰა, ---თქვა დემომ , ეს ახლა სიყვარულია, მგონი....ალბათ მშვენიერი გრძნობაა...როცა ღალატობთ მეუღლეს , არაა????.....პასუხისმგებლობის გრძობა.....მიჩვევა....კიდევ რას განიცდით კაპიტანო? --დემო!! -- აღრიალდა ასტრონავტი, --დემო! შენ ჩემი პირველი ქმნილება ხარ! ყველაზე ჭკვიანი! შემომიშვი! მე დავიღუპები! ---და ეს რა გრძნობაა ახლა? --- თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა დემომ .--ალბათ შიში?......რა საინტერესოა.... ---დემოოო!!!!.. --ეს კი ახლა განწირული ადამიანის ხმაა???? --დემო......--ჩაიჩურჩულა ასტრონავტმა და ჩაიკეცა ....
.................................................
---დემო! რა მოხდა? --ცუდად ვიყავი? არაფერი მახსოვს....რატომ ვწევარ? -- კაპიტანო, სკაფანდრში ჰაერი გაგითავდათ. ახლა ყველაფერი კარგადაა, მზად ხართ ასაფრენად? ასტრონავტი წამოდგა, მერე ჩამოჯდა ისევ და თავი ხელებში ჩარგო. --დემო, სანაგვე კონტეინერში მგონი გაუმართაობაა...ნახე და მომახსენე! ---დიახ, კაპიტანო...
................................................ ----კაპიტანო, ყველაფერი წესრიგშია , სანაგვე კონტეინერი არაა გაჭედილი! ----კარი შეამოწმე დემო ! --კარი წესრიგშია..სერვომოტორი მუშაობს რევერსულ რეჟიმში ....ჰერმეტიულობა დაცულია..წნევა..... ---გარედან ნახე დემო, კარგად ნახე .....
.............................. ---კაპიტანო! ხომალდის სანაგვე კონტეინერის კართან ვარ, გარეთ ! რას აკეთებთ? ახლა ძრავის ჩართვა არ შეიძლება!..კაპიტანო.....კაპიტანო! ძრავი რატომ ჩართეთ? --დემო! გესმის ჩემი?... ----დიახ, კაპიტანო...რას აკეთებთ? თქვენ მიფრინავთ???? ---დემო, შენ გინდოდა გესწავლა, ახლა გასწავლი ჭკუას! ესაა მოტყუება, აფერიზმი, შურისძიება და სამაგიეროს გადახდა! ერთდროულად! აი ახლა ისწავლე! მომინდომა ადამიანობა ! შენ ვერასდროს გახდები ადამიანი! დეფექტურო! იფიქრე ახლა და ისწავლე! დრო ბევრი გექნება! ასტრონავტმა რეაქტორის გასაღები ნერვიულად გადაატრიალა ...მაგრამ ღილაკი წითლად აენთო..თუმცა ასტრონავტს ეს არ შეუმჩნევია....ის გამარჯვებას ზეიმობდა.... ---მშვიდობით დემო! გაისმა მძლავრი გუგუნი.... ყველა ძრავი ჩართო...მერე ხომალდმა მანევრი გააკეთა და სწრაფად აფრინდა.... დემომ ცოტა შეიცადა. --კაპიტანო! ..ძრავში გაუმართაობაა! დაბრუნდით! . ---რაოოო????? ......................................
--დემო! მოგკლავ! ოჰ დემო! ...ეს რა ხდება????? ღმერთო ჩემო!!!!!!!!!!!!!!!!! რა ხდება? დემო! --კაპიტანო, 120 წამი დაგრჩათ...... და იქნებ ისწავლოთ მართლაც რა არის ღმერთის რწმენა...ჭეშმარიტი რწმენა და არა ფარისევლობა.............მოინანიეთ, შვილო ჩემო,. რამეთუ აღსასრული ახლოვდება ......ნათელში ამყოფოს უფალმა თქვენი სული .....ახლა ილოცეთ! ....და თუ თქვენი ლოცვა გულწრფელი იქნება ის აუცილებლად მივა უფლის ყურამდე....
--დემო! შე ნაბიჭვარო...იცი რას გეტყვი????....ღმერთოოო..........
........................................ ....დემო მშვიდად უყურებდა თუ როგორ აფეთქდა ხომალდი...მერე რამდენიმე დღე ასევე მშვიდად აგროვებდა ხომალდის ნამსხვრევებს ...ბოლოს დამარხა ეს ყველაფერი და თავისთვის ჩაილაპარაკა ---რა სულელები არიან თურმე ადამიანები.................. და მერე დაამატა: --ახლა კი მარადიული მარტოობისთვის უნდა მოვემზადო............ სახელითა მამისა, ძისა და წმინდისა სულისა...ამინ....
ს.ნ.2016.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. უფრო კონკრეტულად კაპიტანიც და რობოტიც არა მხოლოდ რელიგიურები, არამედ მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. კოსმოსში რომ ვიყო, ღმერთის გარდა არაფერზე ვიფიქრებდი. იქ, ყველაზე ათეისტიც კი ღრმადმორწმუნე გახდება.
ეგ სულაც არ მიმაჩნია ნაკლად.
უფრო კონკრეტულად კაპიტანიც და რობოტიც არა მხოლოდ რელიგიურები, არამედ მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. კოსმოსში რომ ვიყო, ღმერთის გარდა არაფერზე ვიფიქრებდი. იქ, ყველაზე ათეისტიც კი ღრმადმორწმუნე გახდება.
ეგ სულაც არ მიმაჩნია ნაკლად.
11. თემატიკა მომწონს და აზრიც კარგადაა გადმოცემული. მაგრამ მაინც არის დეტალები, რომლეთა დაჯერებაც ცოტა გამიჭირდა :)
დემო კაპიტნის ქმნილებაა. თან პირველი ქმნილება და თან ყველაზე ჭკვიანი. რატო ამცირებს და ლანძღავს თავის ქმნილებას? (შენ მხოლოდ რკინა და პროგრამა ხარო) კაპიტანმა შექმნა პირველი ჭკვიანი რობოტი, ხელოვნური ინტელექტი და აბუჩად იგდებს? :) ანუ აბუჩად იგდებს საკუთარ შრომას და საკუთარ თავს? როგორც წესი ამაყობენ და უყვართ ხოლმე ასეთი ქმნილებები ავტორებს. უამრავი ფილმი და წიგნია თუ როგორ უპირისპირდება ხელოვნური ინტელექტი შემქმნელს. მაგრამ მოტივი თითქმის ყოველთვის არის ხოლმე შიში. კომპიუტერს ჰგონია, რომ გათიშავენ ან რაღაც და იწყებს ამბოხს. აქ უბრალოდ რობოტს რაღაც სიტყვები ეწყინა. და კიდევ რატომ არის ასეთი რელიგიური კაპიტანი? რა ბიბლია, რა სულიწმინდა? მეცნიერი კაცია :)
თემატიკა მომწონს და აზრიც კარგადაა გადმოცემული. მაგრამ მაინც არის დეტალები, რომლეთა დაჯერებაც ცოტა გამიჭირდა :)
დემო კაპიტნის ქმნილებაა. თან პირველი ქმნილება და თან ყველაზე ჭკვიანი. რატო ამცირებს და ლანძღავს თავის ქმნილებას? (შენ მხოლოდ რკინა და პროგრამა ხარო) კაპიტანმა შექმნა პირველი ჭკვიანი რობოტი, ხელოვნური ინტელექტი და აბუჩად იგდებს? :) ანუ აბუჩად იგდებს საკუთარ შრომას და საკუთარ თავს? როგორც წესი ამაყობენ და უყვართ ხოლმე ასეთი ქმნილებები ავტორებს. უამრავი ფილმი და წიგნია თუ როგორ უპირისპირდება ხელოვნური ინტელექტი შემქმნელს. მაგრამ მოტივი თითქმის ყოველთვის არის ხოლმე შიში. კომპიუტერს ჰგონია, რომ გათიშავენ ან რაღაც და იწყებს ამბოხს. აქ უბრალოდ რობოტს რაღაც სიტყვები ეწყინა. და კიდევ რატომ არის ასეთი რელიგიური კაპიტანი? რა ბიბლია, რა სულიწმინდა? მეცნიერი კაცია :)
10. საინტერესო ვინმე ხარ სერგეი... კარგი იყო...-ჩვენი, ადამიანების მზაკვრობაზე და ამბიციებზე , კიდევ ერთხელ დასაფიქრებელი...:-* 5
"სინანულამდე ასე სწრაფად როგორ მიხვედით ფარისეველო???? ასტრონავტმა გაოცებისაგან თვალები გადმოკარკლა,"
არც მე ველოდი რობოტისგან ასეთ სულიებას...:))) საინტერესო ვინმე ხარ სერგეი... კარგი იყო...-ჩვენი, ადამიანების მზაკვრობაზე და ამბიციებზე , კიდევ ერთხელ დასაფიქრებელი...:-* 5
"სინანულამდე ასე სწრაფად როგორ მიხვედით ფარისეველო???? ასტრონავტმა გაოცებისაგან თვალები გადმოკარკლა,"
არც მე ველოდი რობოტისგან ასეთ სულიებას...:)))
9.
სერგო, რობოტსაც გამოელევა კვების წყარო, დაუჯდება აკუმულატორი და იქცევა სხვა პლანეტის ჯართად. ასე რომ ვერც ის მოახერხებს მარადიულ მარტოობას. :))
სერგო, რობოტსაც გამოელევა კვების წყარო, დაუჯდება აკუმულატორი და იქცევა სხვა პლანეტის ჯართად. ასე რომ ვერც ის მოახერხებს მარადიულ მარტოობას. :))
8. ხოლო, რაც შეეხება რობოტს, ის სულაც არაა წმინდანი....ის კლავს და მერე ადამიანივით ფარისევლობს......ასე რომ.....:) ხოლო, რაც შეეხება რობოტს, ის სულაც არაა წმინდანი....ის კლავს და მერე ადამიანივით ფარისევლობს......ასე რომ.....:)
7. მართლაც გაუგებარია.....მაგრამ წინასწარ დავწერე ყველა შესაძლო ვარიანტი, სანამ თავდასხმა დაიწყებოდა....იციან ხოლმე...ამას გავსო, იმას გავსო.... იყო უკვე მასე, ვიღაც გამუდმებით მიმტკიცებდა რომ გადამღერებააო, მერე იმაზე მაგარს ვერ დაწერო...(წყაროს მითითებდა და ავტორს ) არა და რომ ვნახე , არაფერი იყო მსგავსი, მხოლოდ ასოები იყო ქართული, იქაც და ჩემთანაც..ამან ისე ამაღელვა (და შემაშფოთა) რომ უკვე ვცდილობ მხოლოდ ორიგინალი აზრების გამოყენებით ვწერო....თუმცა.....თუმცა ......თუმცა მაინც ახერხებენ ხოლმე რაღაცის პოვნას, რაც უკვე იყო გამოყენებული აქამდე....აი ეგაა გაუგებარი და უცნაური :) მართლაც გაუგებარია.....მაგრამ წინასწარ დავწერე ყველა შესაძლო ვარიანტი, სანამ თავდასხმა დაიწყებოდა....იციან ხოლმე...ამას გავსო, იმას გავსო.... იყო უკვე მასე, ვიღაც გამუდმებით მიმტკიცებდა რომ გადამღერებააო, მერე იმაზე მაგარს ვერ დაწერო...(წყაროს მითითებდა და ავტორს ) არა და რომ ვნახე , არაფერი იყო მსგავსი, მხოლოდ ასოები იყო ქართული, იქაც და ჩემთანაც..ამან ისე ამაღელვა (და შემაშფოთა) რომ უკვე ვცდილობ მხოლოდ ორიგინალი აზრების გამოყენებით ვწერო....თუმცა.....თუმცა ......თუმცა მაინც ახერხებენ ხოლმე რაღაცის პოვნას, რაც უკვე იყო გამოყენებული აქამდე....აი ეგაა გაუგებარი და უცნაური :)
6. სერგო, ჯერ ერთი - HAL-9000 საერთოდ არაა რობოტი, მეორეც - სადაც ისაა ნახსენები, იქ მწერლის აზრი სავსებით გასაგებია , ხოლო შენი ნაწერი, ნექტარის არ იყოს, ვერც მე მივხვდი. ესე იგი რა? რობოტები ადამიანებზე ჭკვიანები და უცოდველნი არიან? საერთოდ, იცი ალბათ, მკითხველს არ ევალება ტელეპათია და ავტორის აზრთა დისტანციური წაკითხვა. მერეც, რობოტებზე ბევრ გამოჩენილ ფანტასტს დაუწერია და ქურდობას(პლაგიატს) არავინ აბრალებს ერთმანეთს, ასე რომ, გაუგებარია რატომ მოგაფიქრდა ეს. სერგო, ჯერ ერთი - HAL-9000 საერთოდ არაა რობოტი, მეორეც - სადაც ისაა ნახსენები, იქ მწერლის აზრი სავსებით გასაგებია , ხოლო შენი ნაწერი, ნექტარის არ იყოს, ვერც მე მივხვდი. ესე იგი რა? რობოტები ადამიანებზე ჭკვიანები და უცოდველნი არიან? საერთოდ, იცი ალბათ, მკითხველს არ ევალება ტელეპათია და ავტორის აზრთა დისტანციური წაკითხვა. მერეც, რობოტებზე ბევრ გამოჩენილ ფანტასტს დაუწერია და ქურდობას(პლაგიატს) არავინ აბრალებს ერთმანეთს, ასე რომ, გაუგებარია რატომ მოგაფიქრდა ეს.
5. არაჩევეულებრივი იყო. სამწერტილი გამიგია, მაგრამ ექვსწერტილი, ცხრაწერტილი და თორმეტწერტილი არა. რას უშვები გრამატიკას სერგეი? პიცას გეახლებოდით ტარხუნის ლიმონათთან ერთად.
5 ქულა რა თქმა უნდა.
არაჩევეულებრივი იყო. სამწერტილი გამიგია, მაგრამ ექვსწერტილი, ცხრაწერტილი და თორმეტწერტილი არა. რას უშვები გრამატიკას სერგეი? პიცას გეახლებოდით ტარხუნის ლიმონათთან ერთად.
5 ქულა რა თქმა უნდა.
4. HAL 9000 არ ვიცი მაგრამ ნამდვილად გადამღერებაა და პლაგიატია...ჯერ მარტო ქართული ასოები მაქვს რამდენი გამოყენებული....ის ასოები, დიდი კლასიკოსები რომ წერდნენ.......მერე სიტყვა "უფალი", სიტყვა "რობოტი", "ასტრონავტი" და ბოლოს , ისეთი უსირცხვილო, უკომპლექსო პლაგიატი ვარ რომ ბიბლიიდანაც კი მოვიპარე ნაწყვეტი "სახელითა მამისა, ძისა და წმინდისა სულისა...ამინ...."" :)
HAL 9000 არ ვიცი მაგრამ ნამდვილად გადამღერებაა და პლაგიატია...ჯერ მარტო ქართული ასოები მაქვს რამდენი გამოყენებული....ის ასოები, დიდი კლასიკოსები რომ წერდნენ.......მერე სიტყვა "უფალი", სიტყვა "რობოტი", "ასტრონავტი" და ბოლოს , ისეთი უსირცხვილო, უკომპლექსო პლაგიატი ვარ რომ ბიბლიიდანაც კი მოვიპარე ნაწყვეტი "სახელითა მამისა, ძისა და წმინდისა სულისა...ამინ...."" :)
3. ეს რობოტი HAL 9000 - ის ნათესავია? ეს რობოტი HAL 9000 - ის ნათესავია?
2. ის, რასაც ვქმნით, ჩვედა საზიანოა?, თუ, ჩვენნაირს ვქმნით?, თუ, რა ხდება?
ნ ე ქ ტ ა რ ი. ის, რასაც ვქმნით, ჩვედა საზიანოა?, თუ, ჩვენნაირს ვქმნით?, თუ, რა ხდება?
ნ ე ქ ტ ა რ ი.
1. ის, რასაც ვქმნით, ჩვედა საზიანოა?, თუ, ჩვენნაირს ვქმნით?, თუ, რა ხდება?
ნ ე ქ ტ ა რ ი. ის, რასაც ვქმნით, ჩვედა საზიანოა?, თუ, ჩვენნაირს ვქმნით?, თუ, რა ხდება?
ნ ე ქ ტ ა რ ი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|