ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2016


მზის სწორფერი

ვუცქერ მარტის სიგიჟეს
და გულს მიკლავს ალუჩა,
რომლის ნაზი ყვავილი
ცივ თოვლს ვერ გადაურჩა.

ო, როგორი გულღრძოა
ღმერთო, როგორ გაურჩდა!...
ერთი ციდა ტყემალი
სიცივისგან გალურჯდა.

ალუბალმა დამალა
სააპრილოდ კვირტები
და ისე განაბულან,
როგორც ტურფა გვრიტები.

მაღლა ზეცას შეჰყურებს
მზის სწორფერი ატამი,
იცის მარტს რომ გაუძლებს
დიდი ვნების ამტანი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები