| ავტორი: პალატამერვე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 4 აპრილი, 2016 |
მიმინო მზერას ვერ მიაპყრობს, თვალს მოჭრის მყისვე მზის მწველი სხივი, განა კაცს შესწევს?!
ბასრია იგი ისარივით, იმ მშვილდოსნისა, კოშკთა მცველთაგან ცეცხლში მარტო რომ დარჩენილა და სასიკვდილოდ დაჭრილს ჯერაც უნარი შესწევს - ბასრია იგი, ისარივით შურისძიების.
მაგრამ, ხომ ამბობენ, თალიე?! მაგრამ, ხომ გსმენია, თალიე?! - არის უძინართა აისები. დილის სუსხი უნდა დავლიო, ჩემი სისხლი უდგას ალიონს, იმ სისხლით თვალები ამევსება.
ესხმის "ხეთა ჯარს, ხეთა რიგს", (ცეცხლის მახვილი ხელთ არის!) მერე უძინართა დაისები... თუმცა, მკვირცხლად და მხნედ არის, ვითარც დაჭრილი მხედარი გზის ბოლოს სისხლისგან დაიცლება.
და ვდგავართ ორნი, ჰორიზონტის სხვადასხვა მხარეს, მე ჩამავალ მზეს მივაცილებ, შენ - ეგებები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
36. ""უძინართა მზის" ანალოგიით, ვფიქრობდი, რომ უფრო აზრიან დატვირთვას აღმოვაჩენდი. თუკი უძინართა აისი გამოუძინებელი კაცის დილაა, ხოლო უძინართა დაისი - გამოუძინებელი კაცის საღამო, მაშინ საკმაოდ ბანალური რამ ყოფილა..."
ჰო, ართულებთ რატომღაც
მადლობა აქ ""უძინართა მზის" ანალოგიით, ვფიქრობდი, რომ უფრო აზრიან დატვირთვას აღმოვაჩენდი. თუკი უძინართა აისი გამოუძინებელი კაცის დილაა, ხოლო უძინართა დაისი - გამოუძინებელი კაცის საღამო, მაშინ საკმაოდ ბანალური რამ ყოფილა..."
ჰო, ართულებთ რატომღაც
მადლობა აქ
35. რათა გამოუძინებელი კაცის დილა?
ენციკლოპედიური წესების დაცვით, ერთ სტროფშია მოცემული ტერმინიც და მისი ახსნაც:
უძინართა აისები ნიშნავს - ალიონს, რომელსაც შენი სისხლი უდგას და თუ დალევ ამ ალიონს, თვალები იმ სისხლით აგევსება. რათა გამოუძინებელი კაცის დილა?
ენციკლოპედიური წესების დაცვით, ერთ სტროფშია მოცემული ტერმინიც და მისი ახსნაც:
უძინართა აისები ნიშნავს - ალიონს, რომელსაც შენი სისხლი უდგას და თუ დალევ ამ ალიონს, თვალები იმ სისხლით აგევსება.
34. საერთოდ, უძილობა საიდან მოდის?! ვფიქორბ, დიდი ემოციური სტრესის დროს, ამ შემთხვევაში, ალბათ შურისძიების წყურვილს მოსდევს და საკმაოდ ძარღვიანადაცაა გადმოცემული.
რა ვიცი, ახლა ამ ლექსის გარჩევას ნამდვილად არ დავიწყებ, 27 კომენტარში საკმარისად ვისაუბრე. მე ვფიქრობ, ნაწილ-ნაწილ აკვირდებით სიტყვებს, მთლიანობაში შეეცადეთ აღიქვათ ტექსტი, თუ არა და ეს ის ნაწერი არ ყოფილა, რომელიც მოგეწონებათ :)
სიკეთე თქვენც და ავტორსაც! საერთოდ, უძილობა საიდან მოდის?! ვფიქორბ, დიდი ემოციური სტრესის დროს, ამ შემთხვევაში, ალბათ შურისძიების წყურვილს მოსდევს და საკმაოდ ძარღვიანადაცაა გადმოცემული.
რა ვიცი, ახლა ამ ლექსის გარჩევას ნამდვილად არ დავიწყებ, 27 კომენტარში საკმარისად ვისაუბრე. მე ვფიქრობ, ნაწილ-ნაწილ აკვირდებით სიტყვებს, მთლიანობაში შეეცადეთ აღიქვათ ტექსტი, თუ არა და ეს ის ნაწერი არ ყოფილა, რომელიც მოგეწონებათ :)
სიკეთე თქვენც და ავტორსაც!
33. დავით "უძინართა მზის" ანალოგიით, ვფიქრობდი, რომ უფრო აზრიან დატვირთვას აღმოვაჩენდი. თუკი უძინართა აისი გამოუძინებელი კაცის დილაა, ხოლო უძინართა დაისი - გამოუძინებელი კაცის საღამო, მაშინ საკმაოდ ბანალური რამ ყოფილა არადა, მართლაც რა მომაჯადოებლად ჟღერს
დავით "უძინართა მზის" ანალოგიით, ვფიქრობდი, რომ უფრო აზრიან დატვირთვას აღმოვაჩენდი. თუკი უძინართა აისი გამოუძინებელი კაცის დილაა, ხოლო უძინართა დაისი - გამოუძინებელი კაცის საღამო, მაშინ საკმაოდ ბანალური რამ ყოფილა არადა, მართლაც რა მომაჯადოებლად ჟღერს
32. 29. იასონ, უძინართა ალიონი, არის ალიონი - რომელსაც გამოუძინებელი ხალხი ეგებება :)) ისე, თითქოს ხუმრობის კილოთი განვმარტე, მაგრამ სახუმარო არაფერია, ჩვეულებრივად გაიგებს კაცი, თუ ცოტა დაუფიქრდება ან გამიზნულად არ ეძებს მიზესს, რამე "დასაბოლებელი" იპოვოს :)
არ მოგწონთ, არ მოგწონთ, თქვენი ნებაა. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გირჩევთ, ნუ ცდილობთ სიუჟეტი აღიქვათ და შინაარსი გამოიტანოთ, ეს პოეზიაა და არა პროზა. ემოცია უნდა მიიღოთ და არა ამბის დასასრული გაიგოთ, თუმცა ეს უკანასკნელიც იკითხება. 29. იასონ, უძინართა ალიონი, არის ალიონი - რომელსაც გამოუძინებელი ხალხი ეგებება :)) ისე, თითქოს ხუმრობის კილოთი განვმარტე, მაგრამ სახუმარო არაფერია, ჩვეულებრივად გაიგებს კაცი, თუ ცოტა დაუფიქრდება ან გამიზნულად არ ეძებს მიზესს, რამე "დასაბოლებელი" იპოვოს :)
არ მოგწონთ, არ მოგწონთ, თქვენი ნებაა. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გირჩევთ, ნუ ცდილობთ სიუჟეტი აღიქვათ და შინაარსი გამოიტანოთ, ეს პოეზიაა და არა პროზა. ემოცია უნდა მიიღოთ და არა ამბის დასასრული გაიგოთ, თუმცა ეს უკანასკნელიც იკითხება.
31. არ წავიკითხავ კომენტარებს, მეზარება.. (თვალს შევავლებ და. .) უბრალოდ შეგახსენებთ, რომ საკმაოდ თბილი აპრილია, შეგიძლიათ მიირთვათ შოკოლადის ნაყინი, დალიოთ ფორთოხლის წვენი, გახვიდეთ ბუნებაში ა.შ.. რაც აგიმაღლებთ განწყობას და იქნებ ავმღერდე კიდეც "ჩვენ ახლა ერთურთს სიყვარულის თვალებით ვუმზერთ" და ისევ ა.შ. .
პალატას მოკითხვა : ) პ.ს მაინტერესებს განყოფილება, ტრავმატოლოგიური, კარდიო-ბლაბლაბლა თუ?
წარმატებები ბ-ებო და ქ-ებო :* არ წავიკითხავ კომენტარებს, მეზარება.. (თვალს შევავლებ და. .) უბრალოდ შეგახსენებთ, რომ საკმაოდ თბილი აპრილია, შეგიძლიათ მიირთვათ შოკოლადის ნაყინი, დალიოთ ფორთოხლის წვენი, გახვიდეთ ბუნებაში ა.შ.. რაც აგიმაღლებთ განწყობას და იქნებ ავმღერდე კიდეც "ჩვენ ახლა ერთურთს სიყვარულის თვალებით ვუმზერთ" და ისევ ა.შ. .
პალატას მოკითხვა : ) პ.ს მაინტერესებს განყოფილება, ტრავმატოლოგიური, კარდიო-ბლაბლაბლა თუ?
წარმატებები ბ-ებო და ქ-ებო :*
30. უძინართა ალიონი? ჩემი აზრით, მთელი ღამის უძილო ადამიანის ალიონია... ვისაც ეძინა, მისი ალიონი უფრო მსუყეა :) უძინართა ალიონი კი გამომშრალია, საპოხი აკლია...
სისულელე ვთქვი? კაი, ჯანდაბას გავიპარები აქედან, მარა მომწონს მე მერვე პალატის იდუმალება და ვფილოსოფოსობ, მეტი რა ვქნა?
უძინართა ალიონი? ჩემი აზრით, მთელი ღამის უძილო ადამიანის ალიონია... ვისაც ეძინა, მისი ალიონი უფრო მსუყეა :) უძინართა ალიონი კი გამომშრალია, საპოხი აკლია...
სისულელე ვთქვი? კაი, ჯანდაბას გავიპარები აქედან, მარა მომწონს მე მერვე პალატის იდუმალება და ვფილოსოფოსობ, მეტი რა ვქნა?
29. 28-ე კომენტარმა დამაინტერესა, ნეტა რა წერია ამ 24-ეში მეთქი და აჰა... ნეფერტარ მე მახსოვს ერთი ამდაგვარი შემთხვევა კიდევ, როცა ლექსი ვერ გავიგე და დახმარება ვითხოვე. ერთ-ერთი პირველი თქვენ გამომეხმაურეთ და რაღაც დამცინავი ქედმაღლობით "განმანათლეთ". თქვენი ეს განმარტება თავიდანვე დიდ უაზრობად მეჩვენა და როცა ამაში თავადაც დარწმუნდით, ბოდიშიც მოიხადეთ, საკუთარი ინიციატივით. ასე, რომ თქვენს განმარტებას თუ განუმარტებლობას ჩემთვის ერთი ფასი აქვს და თუ თავს დაანებებთ ამდაგვარი სიბრძნეების ფრქვევას, ყველასათვის თუ არა, თქვენთვის და ჩემთვის ნამდვილად უკეთესი იქნება.
დავით კვიტატიანი საინტერესო მოსაზრებაა, მესმის, მაგრამ ვერ ვიზიარებ. გემოვნების ამბავია, უფრო - კრიტერიუმების. ცალ-ცალკე აღებული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი რაგინდ ლამაზი ევფონიის ფრაგმენტები ჩემთვის ძნელი აღსაქმელია ერთიანად, როგორც ლექსი. მითუმეტეს, თუ ვეჭვობ, რომ ავტორი რაღაცას მაბოლებს. მაგალითად, თქვენ იცით, რა არის უძინართა ალიონი? ვინც მოიწონა, ყველამ იცის? თუ - არ იცით, მაგრამ მაინც მოგწონთ?
28-ე კომენტარმა დამაინტერესა, ნეტა რა წერია ამ 24-ეში მეთქი და აჰა... ნეფერტარ მე მახსოვს ერთი ამდაგვარი შემთხვევა კიდევ, როცა ლექსი ვერ გავიგე და დახმარება ვითხოვე. ერთ-ერთი პირველი თქვენ გამომეხმაურეთ და რაღაც დამცინავი ქედმაღლობით "განმანათლეთ". თქვენი ეს განმარტება თავიდანვე დიდ უაზრობად მეჩვენა და როცა ამაში თავადაც დარწმუნდით, ბოდიშიც მოიხადეთ, საკუთარი ინიციატივით. ასე, რომ თქვენს განმარტებას თუ განუმარტებლობას ჩემთვის ერთი ფასი აქვს და თუ თავს დაანებებთ ამდაგვარი სიბრძნეების ფრქვევას, ყველასათვის თუ არა, თქვენთვის და ჩემთვის ნამდვილად უკეთესი იქნება.
დავით კვიტატიანი საინტერესო მოსაზრებაა, მესმის, მაგრამ ვერ ვიზიარებ. გემოვნების ამბავია, უფრო - კრიტერიუმების. ცალ-ცალკე აღებული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი რაგინდ ლამაზი ევფონიის ფრაგმენტები ჩემთვის ძნელი აღსაქმელია ერთიანად, როგორც ლექსი. მითუმეტეს, თუ ვეჭვობ, რომ ავტორი რაღაცას მაბოლებს. მაგალითად, თქვენ იცით, რა არის უძინართა ალიონი? ვინც მოიწონა, ყველამ იცის? თუ - არ იცით, მაგრამ მაინც მოგწონთ?
28. 24 კომენტარი + 24 კომენტარი +
27. იასონ, არ ვიცი მაშველ რგოლად რამდენად გამოგადგებათ, მაგრამ ორიოდე სიტყვით შევეცდები გაგცეთ პასუხი.
ალბათ არ შვეცდები, თუ ვიტყვი, თანამედროვე ხელოვნების შეფასების #1 კრიტერიუმი არის ემოცია, ხოლო ემოციის მიღება, აბსოლუტურად სუბიექტური მოვლენაა. რატომ ცდილობთ სიუჟეტური თანამიმდევრობის, შინაარსის გაგებას?
ვფიქრობ, ლექსში გამოყენებულია ორიგინალური სტილი. ისმინება არაჩვეულებრივი ევფონია და პროლოგი, პრაქტიკულად გენიალურია.
ამას ისიც ემატება, რომ სიუჟეტი ისეა შექმნილი (რაზედაც ჩვენი კომენტარებიც მეტყველებს) ყოველი მკითხველი საკუთარ აბსტრაქციას მიმართავს. განა ეს დასაფასებელი არ არის? შეფასების საშუალება რომ მქონდეს დავწერდი 3 ქულას, განვმარტავ: 5 ქულას პრაქტიკულად არ ვწერ. მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ლექსი ძალიან მაღალ დონეზეა შესრულებული და პირადად ჩემს ეგზისტენციალურ სამყაროს მოიცავს. 4 ქულას ვწერ ძალიან კარგად შესრულებულ ლექსებში, რომლებიც ემოციას მაძლევენ და ესთეტიკურ სიამოვნებას მანიჭებენ კითხვის პროცესში. ზემოხსენებული ლექსი, ფინალამდე, ჩემთვის ჩვეულებრივია. იმის თქმა მინდა, რომ განსაკუთღებული ემოცია არ მოაქვს, მაგრამ უკანასკნელი სტროფი ძალიან დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი (ჩემთვის) ძალიან მაგარ ნაწერად აღვიქვა.
თუმცა, უნდა აღვნიშნო, ბატონი მიშასი არ იყოს, პალატამერვეს ნაწერებში პოეზია იკიტხება და ეს ავტორი, ძალიან საინტერესოდ ახერხებს გადმოგვცეს სათქმელი.
წარმატებებს ვუსურვებ ავტორს და სიამოვნებით დაველოდები მომდევნო ლექს.
იასონ, არ ვიცი მაშველ რგოლად რამდენად გამოგადგებათ, მაგრამ ორიოდე სიტყვით შევეცდები გაგცეთ პასუხი.

26. გადავხედე კომენტარებსაც
არ ვიცი, ვისთვის როგორ, ჩემთვის აშკარად არაფერი ყოფილა აქ მოსაწონი გადავხედე კომენტარებსაც
არ ვიცი, ვისთვის როგორ, ჩემთვის აშკარად არაფერი ყოფილა აქ მოსაწონი
25. ვეთანხმები მერვე კომენტარს
)))))))
ვეთანხმები მერვე კომენტარს
)))))))
24. ჰმ, მე ისეთებიც ვიცი, სოციალურ ქსელში თავიან ათფურცლიან მოთხრობებს რომ დებენ და სოც ქსელი ლიტერატურული პორტალი რომ გონიათ, აი ეგაა დასაცინი. =)) თუ ადამიანი აქ თავის გულისტკივილს გამოხატავს და მისი ტკივილი გაზიარეს, ამაზე მასხარაობა უზნეობაა.
ოქროს , ვინ რა უნდა უქნას, ყველამ იცის თავისი ღირებულებებიდან გამომდინარე: ქურდი მოიპარავს; თაღლითი ბიჟუდ მონათლავს და პატრონს კაპიკებად გამოცანცლავს; ბანკირი შეინახავს, ფასიან ქაღალდებად აქცევს, ფულს იშოვის და არც ოქროს დაკარგავს; ხელოსანი სამკაულს დაამზადებს; ზოგიერთი ”რედაქტირებას” გაუკეთებს და სხვის ნიჭზე იშოვის ფულს, თითქოს ერგებოდეს და თანაც დაამადლის... მაგრამ ყველაზე დიდი ნიჭი არის ოქროს საბადოს აღმოჩენა, რადგან ძალიან ნიჭიერი ვერ ხვდება რომ განსაკუთრებულია, ყველასნაირი ჰგონია თავი. ჰოდა ამითი, აქაური კომენტატორებიდან ვერცერთი ვერ დაიკვეხნით თოლია ჯონათანის მეტი. ყველა სხვა კომენტარი წყლის ნაყვაა და იასონის ყველაზე მეტად. არცაა საჭირო, ყველამ ყველაფერი გაიგოს, ზოგს არ ჭირდება მაშველი რგოლი, რადგან პოეზიაში უნდა დაიხრჩოს, ასეა საჭირო. :)
წავიკითხე ყველაფერი და ამ ლექსის სიმაღლეზე არცერთი კომენტარი არ დგას (ერთის გარდა). უხერხულია.
ჰმ, მე ისეთებიც ვიცი, სოციალურ ქსელში თავიან ათფურცლიან მოთხრობებს რომ დებენ და სოც ქსელი ლიტერატურული პორტალი რომ გონიათ, აი ეგაა დასაცინი. =)) თუ ადამიანი აქ თავის გულისტკივილს გამოხატავს და მისი ტკივილი გაზიარეს, ამაზე მასხარაობა უზნეობაა.
ოქროს , ვინ რა უნდა უქნას, ყველამ იცის თავისი ღირებულებებიდან გამომდინარე: ქურდი მოიპარავს; თაღლითი ბიჟუდ მონათლავს და პატრონს კაპიკებად გამოცანცლავს; ბანკირი შეინახავს, ფასიან ქაღალდებად აქცევს, ფულს იშოვის და არც ოქროს დაკარგავს; ხელოსანი სამკაულს დაამზადებს; ზოგიერთი ”რედაქტირებას” გაუკეთებს და სხვის ნიჭზე იშოვის ფულს, თითქოს ერგებოდეს და თანაც დაამადლის... მაგრამ ყველაზე დიდი ნიჭი არის ოქროს საბადოს აღმოჩენა, რადგან ძალიან ნიჭიერი ვერ ხვდება რომ განსაკუთრებულია, ყველასნაირი ჰგონია თავი. ჰოდა ამითი, აქაური კომენტატორებიდან ვერცერთი ვერ დაიკვეხნით თოლია ჯონათანის მეტი. ყველა სხვა კომენტარი წყლის ნაყვაა და იასონის ყველაზე მეტად. არცაა საჭირო, ყველამ ყველაფერი გაიგოს, ზოგს არ ჭირდება მაშველი რგოლი, რადგან პოეზიაში უნდა დაიხრჩოს, ასეა საჭირო. :)
წავიკითხე ყველაფერი და ამ ლექსის სიმაღლეზე არცერთი კომენტარი არ დგას (ერთის გარდა). უხერხულია.
23. იასონ...
წლებია ქართულ ლიტერატურულ საიტებზე ვარ და უცვლელი აზრი მაქვს მათზე: ეს სივრცე არის ერთგვარი პოლიგონი, საცდელი ბაზა, სავარჯიშო, სახელოსნო... ავტორებისთვის. ვერც მკითხველი და ვერც ავტორი ჩვენთან ჯერ ვერ აღიქვამს ვირტუალურ სივრცეს, როგორც ოფიციოზს და ერთსაც და მეორესაც მოხსნილი აქვს სრული პასუხისმგებლობის გრძნობა. ვრჩებით პასუხისმგებლები მხოლოდ საკუთარ თავთან, საკუთარ შემოქმედებასთან და ერთი-ორ "საკუთარ" მკითხველთან...
ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ავტორი "შიშვლად" მოდის აქ... ის კი არა და, ვიცი ავტორები, რომლებიც პირდაპირ "ნაწარმოების გამოქვეყნების" ოპციაში ქმნიან საკუთარ "შედევრებს"... ცხადია, არსებობენ უფრო პასუხისმგებლიანებიც... მაგრამ მაინც აქ ყველა ერთგვარი გართობის ფორმით ვსინჯავთ საკუთარ ძალებს.
პირადად მე, სხვაგვარად ვეკიდები აქ გამოქვეყნებული ნაწარმოების კომენტარს და სრულიად სხვაგვარად, როცა ავტორთან შეთანხმებით, მისი სამომავლო წიგნის რედაქტირებაზე ვმუშაობ:
პირველ შემთხვევაში "მსუბუქად" ვკითხულობ და ვწერ პირველადი ემოციიდან მოსულ აზრებ-შენიშვნებს... მეორეში კი, - თვალებს ვითხრი, ათჯერ ვუბრუნდები წაკითხულს და ათასჯერ ვწონი საკუთარ შესწორებებს. ანუ, ასებობს განსხვავება და... ერთი წამით არ ფიგურირებს ამ განსხვავებაში რაიმე მატერიალური დაინტერესება. ალბათ უფრო ის, რომ, ბოლო-ბოლო აქ ბოდიშს მოიხდი და გაასწორებ შეცდომას... დასტამბულ წიგნში კი სამუდამოდ რჩება ის, რასაც წერტილი დაუსვი...
ალბათ, ასევე იქცევიან ავტორები - კარგებიც და ცუდებიც... დამწყებებიც და გამოცდილებიც...
ახლა რომ საქმე საქმეზე მიდგეს და პალატამერვემ წიგნის გამოცემა ან ამ ლექსის სადმე გამოქვეყნება გადაწყვიტოს, - კიდევ რამდენჯერმე გადახედავს, ჩაასწორებს, აწონ-დაწონის... ვინმეს წააკითხებს და უნებართვოდაც წაიკითხავენ დაბეჭდვამდე. ასე რომ, როგორც თავიდან ვთქვი, ეს სივრცე მხოლოდ "უცხო თვალზე" მოსასინჯი ადგილია ამ და ყველა ავტორისთვის. ჩვენ უბრალოდ მეგობრულად ვერევით სამზარეულოში და ალბათ გარკვეულ მინიშნებებსაც ვაწვდით ავტორებს, რათა სწორად გადაწყვიტონ - ღირს თუ არა "ამ საქმის" გაგრძელება?
ცხადია, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც არას დაგიდევენ, შენ რას ფიქრობ და საკუთარ ჭიას ახარებენ... არიან, რომლებიც, სერიოზულად განიცდიან... არიან, რომლებიც კრიჭაში უდგანან ავტორებს და არიან ისეთებიც, რომლებიც ფუჭ დითირამბებს უხვად აფრქვევენ... ამ კატეგორიებიდან ყველაზე მეტად ვხალისობ მათზე, საიტს სოციალური ქსელის პროდუქტად რომ აღიქვამენ და ლექსის შინაარსიდან გამომდინარე, საყოფაცხოვრებო რჩევებს რომ აძლევენ ავტორებს (თუ ავტორი ტირის, - ნუ ტირიო, ამშვიდებენ)...
ასეა თუ ისე... ვფიქრობ, ლიტერატურული საიტები და ურაკი ყველაზე მეტად, ძალიან სერიოზულ სამსახურს უწევს ავტორებს (ვისაც, ამ სამსახურის მოხმარების შნო აქვს) და სამწერლო ასპარეზისთვის - წიგნისთვის, გამოცემისთვის, კონკურსისთვის, პოეტობისთვის, მწერლობისთვის ამზადებს.
რატომ ვწერე ამდენი?
აი, ასე, ბევრი აუხსნელი კითხვებით მოტანილ ლექსშიც კი, პალატამერვეში დიდი შემოქმედებითი პოტენცია იგრძნობა, პოეტის მუხტი და ძალა მოდის მისგან, ძიების სურვილი ჩანს, საკუთარი ხელწერის ჩამოყალიბების მცდელობა იკითხება... ჩანს, რომ არ ასვენებს გამჩენი და სწორი ნაბიჯებით იკვლევს გზას... სმენა აქვს, სიტყვის არ ეშინია, ფიქრობს, ქმნის... თუნდაც ბიჟუტერიას, რადგანაც ოქრო მხოლოდ მასალაა, მთავარი კი ოსტატობაა, ხელის გაწაფვაა... რა ეჩქარება, ოქრომდეც მივა. იმან იკითხოს, - ოქროს რა უყოს, რომ არ იცის, - თორემ ამას რა უჭირს? იასონ...
წლებია ქართულ ლიტერატურულ საიტებზე ვარ და უცვლელი აზრი მაქვს მათზე: ეს სივრცე არის ერთგვარი პოლიგონი, საცდელი ბაზა, სავარჯიშო, სახელოსნო... ავტორებისთვის. ვერც მკითხველი და ვერც ავტორი ჩვენთან ჯერ ვერ აღიქვამს ვირტუალურ სივრცეს, როგორც ოფიციოზს და ერთსაც და მეორესაც მოხსნილი აქვს სრული პასუხისმგებლობის გრძნობა. ვრჩებით პასუხისმგებლები მხოლოდ საკუთარ თავთან, საკუთარ შემოქმედებასთან და ერთი-ორ "საკუთარ" მკითხველთან...
ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ავტორი "შიშვლად" მოდის აქ... ის კი არა და, ვიცი ავტორები, რომლებიც პირდაპირ "ნაწარმოების გამოქვეყნების" ოპციაში ქმნიან საკუთარ "შედევრებს"... ცხადია, არსებობენ უფრო პასუხისმგებლიანებიც... მაგრამ მაინც აქ ყველა ერთგვარი გართობის ფორმით ვსინჯავთ საკუთარ ძალებს.
პირადად მე, სხვაგვარად ვეკიდები აქ გამოქვეყნებული ნაწარმოების კომენტარს და სრულიად სხვაგვარად, როცა ავტორთან შეთანხმებით, მისი სამომავლო წიგნის რედაქტირებაზე ვმუშაობ:
პირველ შემთხვევაში "მსუბუქად" ვკითხულობ და ვწერ პირველადი ემოციიდან მოსულ აზრებ-შენიშვნებს... მეორეში კი, - თვალებს ვითხრი, ათჯერ ვუბრუნდები წაკითხულს და ათასჯერ ვწონი საკუთარ შესწორებებს. ანუ, ასებობს განსხვავება და... ერთი წამით არ ფიგურირებს ამ განსხვავებაში რაიმე მატერიალური დაინტერესება. ალბათ უფრო ის, რომ, ბოლო-ბოლო აქ ბოდიშს მოიხდი და გაასწორებ შეცდომას... დასტამბულ წიგნში კი სამუდამოდ რჩება ის, რასაც წერტილი დაუსვი...
ალბათ, ასევე იქცევიან ავტორები - კარგებიც და ცუდებიც... დამწყებებიც და გამოცდილებიც...
ახლა რომ საქმე საქმეზე მიდგეს და პალატამერვემ წიგნის გამოცემა ან ამ ლექსის სადმე გამოქვეყნება გადაწყვიტოს, - კიდევ რამდენჯერმე გადახედავს, ჩაასწორებს, აწონ-დაწონის... ვინმეს წააკითხებს და უნებართვოდაც წაიკითხავენ დაბეჭდვამდე. ასე რომ, როგორც თავიდან ვთქვი, ეს სივრცე მხოლოდ "უცხო თვალზე" მოსასინჯი ადგილია ამ და ყველა ავტორისთვის. ჩვენ უბრალოდ მეგობრულად ვერევით სამზარეულოში და ალბათ გარკვეულ მინიშნებებსაც ვაწვდით ავტორებს, რათა სწორად გადაწყვიტონ - ღირს თუ არა "ამ საქმის" გაგრძელება?
ცხადია, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც არას დაგიდევენ, შენ რას ფიქრობ და საკუთარ ჭიას ახარებენ... არიან, რომლებიც, სერიოზულად განიცდიან... არიან, რომლებიც კრიჭაში უდგანან ავტორებს და არიან ისეთებიც, რომლებიც ფუჭ დითირამბებს უხვად აფრქვევენ... ამ კატეგორიებიდან ყველაზე მეტად ვხალისობ მათზე, საიტს სოციალური ქსელის პროდუქტად რომ აღიქვამენ და ლექსის შინაარსიდან გამომდინარე, საყოფაცხოვრებო რჩევებს რომ აძლევენ ავტორებს (თუ ავტორი ტირის, - ნუ ტირიო, ამშვიდებენ)...
ასეა თუ ისე... ვფიქრობ, ლიტერატურული საიტები და ურაკი ყველაზე მეტად, ძალიან სერიოზულ სამსახურს უწევს ავტორებს (ვისაც, ამ სამსახურის მოხმარების შნო აქვს) და სამწერლო ასპარეზისთვის - წიგნისთვის, გამოცემისთვის, კონკურსისთვის, პოეტობისთვის, მწერლობისთვის ამზადებს.
რატომ ვწერე ამდენი?
აი, ასე, ბევრი აუხსნელი კითხვებით მოტანილ ლექსშიც კი, პალატამერვეში დიდი შემოქმედებითი პოტენცია იგრძნობა, პოეტის მუხტი და ძალა მოდის მისგან, ძიების სურვილი ჩანს, საკუთარი ხელწერის ჩამოყალიბების მცდელობა იკითხება... ჩანს, რომ არ ასვენებს გამჩენი და სწორი ნაბიჯებით იკვლევს გზას... სმენა აქვს, სიტყვის არ ეშინია, ფიქრობს, ქმნის... თუნდაც ბიჟუტერიას, რადგანაც ოქრო მხოლოდ მასალაა, მთავარი კი ოსტატობაა, ხელის გაწაფვაა... რა ეჩქარება, ოქრომდეც მივა. იმან იკითხოს, - ოქროს რა უყოს, რომ არ იცის, - თორემ ამას რა უჭირს?
22. ვითომ არ იცით რომ ბიჟუტერიაა/ საწმისი თქვენ არ წაიღეთ?! რაც დატოვეთ, იმისგან ვჩარხავთ...:)
ვითომ არ იცით რომ ბიჟუტერიაა/ საწმისი თქვენ არ წაიღეთ?! რაც დატოვეთ, იმისგან ვჩარხავთ...:)
21. მიშა რატიანი.
ჰო დავიწყებ იმით, რომ თალიეს გულწრფელად მივესალმე, რადგან მის მაგივრად ოსვალდა გამოჩნდა ამას წინათ და ვიფიქრე, რომ თალიეს შეელია ავტორი. ცოტა ფამილარულად გამომივიდა. რომ შემეძლოს - შევცვლიდი.
საინტერესო კომენტარია, ზოგიერთ მოსაზრებაში დაგეთანხმებით - არის ამ ლექსში რაღაც, რაც გხიბლავს და ამის გარკვევას ვცდილობდი. ცოტა არ იყოს ბევრი კითხვები ხომ არ რჩება პასუხგაუცემელი? მეზობელი აჯიკის საკმაზს ნაყავს და უნდა ვივარაუდოთ, რომ საკმაზი კარგი იქნება? უძინართა აის-დაისებზე რას იტყოდით? არ დავმალავ - მეჩვენება, რომ ეს ლექსი, ისევე როგორც სხვები, შორიდან ბრწყინავს ოქროსავით, ახლოს რომ მიხვალ - ბიჟუტერია აღმოჩნდება, კარგი ბიჟუტერია. მაინც მგონია, რომ მაშველი რგოლი ისროლეთ...
სხვებიც თუ გამოთქვამენ საკუთარ აზრს, კარგი იქნება.
მიშა რატიანი.

20. მე რაღა მეთქმის მადლობის მეტი...
ვერაფერს დავამატებ.
გამოხმაურება კი მახარებს ნამდვილად:)
მე რაღა მეთქმის მადლობის მეტი...
ვერაფერს დავამატებ.
გამოხმაურება კი მახარებს ნამდვილად:)
19. ჰო, აქ მაშველმა რგოლმა შეიძლება ვერც იმუშავოს, რადგან ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რაც მთავარია, ყრუ კედელია აღმართული...
რა კედელი?
აი, ისეთი კედელი, შენ და ახალმოსახლე მეზობელს რომ გყოფთ... ჯერ რომ არ იცი, ვინ არის და მხოლოდ იმ ხმებით შეგიძლია გამოიცნო, რაც კედლიდან აღწევს. არადა, ისმის რიტმული ბაგა-ბუგი და ქოშინის ხმა... უამრავი ვერსია არსებობს:
1. მეზობელი პორნოს უყურებს; 2. მეზობელი მატყლს ჩეჩავს; 3. მეზობელს სექსი აქვს; 4. მეზობელი სააჯიკე სანელებლებს ნაყავს; 5. მეზობელი სახლის ტრენაჟორზე ვარჯიშობს... ... ...
არადა, ისეთი უცხვირპირო მეზობელია, - არც არაფერს ამბობს და არც სახლში გახედებს, რომ ბოლო-ბოლო გამოიცნო, რა ხმები ისმის ყოველ საღამოს.
თუმცა, ამ ავტორმა - პალატამერვე - მოთმინებით და ფრაზა-ფრაზა გადაწყვიტა სრული სურათის შექმნა, თუმცა დასასრულამდე როდის მივა, უცნობია... ნუმც მისულა! :)
უბრალოდ არსებობს პოეტური ხატვის ტექნიკა, რომელსაც შესანიშნავად ფლობს ეს ავტორი და არცთუ ძალიან ჩამოგავს იმ უცხვირპირო მეზობელს, რადგან გულწრფელად ცდილობს ბევრ რამეს მიგვახვედროს:
- პალატამერვე - ავტორის ნიკი. ცოტაა? აქედან ვიწყებთ ლექსის კითხვას...
- თალიე - უკვე იმდენად ნაცნობი ხატია, იმდენად ნაცნობი პერსონაჟია, იმდენად "ცოცხალია"... ლამის კითხვებს აღარც ტოვებს. თუმცა, ჩემი ფანტაზია იქ გაჩერდა, როცა ვფიქრობ, "პრივეტებით" მიმართვა მკრეხელობა უნდა იყოს...
- "ხეთა ჯარს, ხეთა რიგს" - ამ ფრაზას, მოგეხსენებათ გაგრძელება აქვს: სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ... (პალატამერვემ იცის, რომ ჩვენ ეს ვიცით);
- და ბოლო, მთავარ სათქმელამდე მისვლაც აღარ გიჭირს... სათქმელამდე, თორემ... ეს ჰორიზონტი უბრალო ჰორიზონტი არ უნდა იყოს. რაღაც ზედსართავი აუცილებლად ექნება, რომელიც გაშიფრავს... მოვა დრო და გვეტყვის პალატამერვე.
აქ კიდევ ერთი კითხვა იყო, ძალიან საინტერესო, - რატომ მაინცა და მაინც მიმინო?
არა შევარდნის, არა არწივის, არა ქორის... არამედ, სწორედ მიმინოს გადაფრენის ტრაექტორიას (საქართველოს დასავლეთ ზოლი) თუ მივყვებით, კიდევ უფრო გამოიკვეთება ის ჰორიზონტი, რომლის ზედსართავი ჯერ არ უთქვამს ავტორს.
-----------
რა მაგის პასუხია და, ქართველმა ემიგრანტებმა პოეზიის საღამო მოაწყვეს. მეც ვესწრებოდი. ამ ავტორის სამი ლექსი წაიკითხეს... არაფერი მითქვამს. მესიამოვნა უბრალოდ.
------------
უჰ... იასონის პასუხად ნუ მიიღებთ ჩემს ნათქვამს. განწყობა გამოვხატე ჩემი, სხვა არაფერი... ჰო, აქ მაშველმა რგოლმა შეიძლება ვერც იმუშავოს, რადგან ბევრი რამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რაც მთავარია, ყრუ კედელია აღმართული...
რა კედელი?
აი, ისეთი კედელი, შენ და ახალმოსახლე მეზობელს რომ გყოფთ... ჯერ რომ არ იცი, ვინ არის და მხოლოდ იმ ხმებით შეგიძლია გამოიცნო, რაც კედლიდან აღწევს. არადა, ისმის რიტმული ბაგა-ბუგი და ქოშინის ხმა... უამრავი ვერსია არსებობს:
1. მეზობელი პორნოს უყურებს; 2. მეზობელი მატყლს ჩეჩავს; 3. მეზობელს სექსი აქვს; 4. მეზობელი სააჯიკე სანელებლებს ნაყავს; 5. მეზობელი სახლის ტრენაჟორზე ვარჯიშობს... ... ...
არადა, ისეთი უცხვირპირო მეზობელია, - არც არაფერს ამბობს და არც სახლში გახედებს, რომ ბოლო-ბოლო გამოიცნო, რა ხმები ისმის ყოველ საღამოს.
თუმცა, ამ ავტორმა - პალატამერვე - მოთმინებით და ფრაზა-ფრაზა გადაწყვიტა სრული სურათის შექმნა, თუმცა დასასრულამდე როდის მივა, უცნობია... ნუმც მისულა! :)
უბრალოდ არსებობს პოეტური ხატვის ტექნიკა, რომელსაც შესანიშნავად ფლობს ეს ავტორი და არცთუ ძალიან ჩამოგავს იმ უცხვირპირო მეზობელს, რადგან გულწრფელად ცდილობს ბევრ რამეს მიგვახვედროს:
- პალატამერვე - ავტორის ნიკი. ცოტაა? აქედან ვიწყებთ ლექსის კითხვას...
- თალიე - უკვე იმდენად ნაცნობი ხატია, იმდენად ნაცნობი პერსონაჟია, იმდენად "ცოცხალია"... ლამის კითხვებს აღარც ტოვებს. თუმცა, ჩემი ფანტაზია იქ გაჩერდა, როცა ვფიქრობ, "პრივეტებით" მიმართვა მკრეხელობა უნდა იყოს...
- "ხეთა ჯარს, ხეთა რიგს" - ამ ფრაზას, მოგეხსენებათ გაგრძელება აქვს: სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ... (პალატამერვემ იცის, რომ ჩვენ ეს ვიცით);
- და ბოლო, მთავარ სათქმელამდე მისვლაც აღარ გიჭირს... სათქმელამდე, თორემ... ეს ჰორიზონტი უბრალო ჰორიზონტი არ უნდა იყოს. რაღაც ზედსართავი აუცილებლად ექნება, რომელიც გაშიფრავს... მოვა დრო და გვეტყვის პალატამერვე.
აქ კიდევ ერთი კითხვა იყო, ძალიან საინტერესო, - რატომ მაინცა და მაინც მიმინო?
არა შევარდნის, არა არწივის, არა ქორის... არამედ, სწორედ მიმინოს გადაფრენის ტრაექტორიას (საქართველოს დასავლეთ ზოლი) თუ მივყვებით, კიდევ უფრო გამოიკვეთება ის ჰორიზონტი, რომლის ზედსართავი ჯერ არ უთქვამს ავტორს.
-----------
რა მაგის პასუხია და, ქართველმა ემიგრანტებმა პოეზიის საღამო მოაწყვეს. მეც ვესწრებოდი. ამ ავტორის სამი ლექსი წაიკითხეს... არაფერი მითქვამს. მესიამოვნა უბრალოდ.
------------
უჰ... იასონის პასუხად ნუ მიიღებთ ჩემს ნათქვამს. განწყობა გამოვხატე ჩემი, სხვა არაფერი...
18. იმდენი ვილაპააკე და მთავარი კი არ ვთქვი...:)) მთავარი ისაა, რომ აი, ასეთ დროს..." უძინართა აისების"... "უძინარა დაისების" დროს შესწევსო კაცს, ასეთი მზერაო...:)
ჰოდა ყველაზე მთავარი...-საოცრად კარგად წერთ ავტორო...:-* გ. რობაქიძის კითხვისას მაქვს ხოლმე ასეთი ემოციები. იმდენი ვილაპააკე და მთავარი კი არ ვთქვი...:)) მთავარი ისაა, რომ აი, ასეთ დროს..." უძინართა აისების"... "უძინარა დაისების" დროს შესწევსო კაცს, ასეთი მზერაო...:)
ჰოდა ყველაზე მთავარი...-საოცრად კარგად წერთ ავტორო...:-* გ. რობაქიძის კითხვისას მაქვს ხოლმე ასეთი ემოციები.
17. მგონი მაშველი გამოვდივარ...:))
" მიმინო მზერას ვერ მიაპყრობს, თვალს მოჭრის მყისვე მზის მწველი სხივი, განა კაცს შესწევს"
მიმინო გასცქერის...თუმცა მჭრელია მისი მზერა, მაგრამ მზეს მაინც ვრ მიაპყრობს...კაცს თუ შესწევსო?...სვავს კითხვას ავტორი და მოჰყავს მაგალითი: კოშკთა მცველი, სასკვდილოდ დაჭრილი, მარტოდ დარჩენილი, ჯერ კიდევ ბრძოლა რომ შეუძლია, აი, იმ კაცის მზერა ბასრი კია "ისარივი შურისძიების"...მაგრამ ნეტავი თუა ისეთი, მჭრელი?...
" მაგრამ ხომ ამბობენ თალიე, მაგრამ ხომ გსმენია თალიე" თალიეთი, ავტორი უფრო თავისთავს მიმართავს აქ, ან თავის შინაგან ხმას...ხომ გაგვიგია, ხომ გვსმენიაო რომ არსებობს ისეთი "დროც" , "უძინართა აისებში"...დროს გულისხმობს, ისეთ დროს როცა დილის სუსხი უნდა დალიო, როცა შენი სისხლი უდგას ალიონს და როცა ამ სისხლით თვალები გევსება...მე ვფიქრობ საბრძოლო განწყობის და საბრძოლოდ მზად ყოფნის დროს გულისხმობს ავტორი...ბრძოლის დაწყების დროს...
ესხმის "ხეთა ჯარს, ხეთა რიგს", (ცეცხლის მახვილი ხელთ არის!).... ნუ ეს უკვე ადვილი გასაგებია...ბრძოლის ქარცეცხლი ვიგულისხმე მე ამაში... "მერე უძინართა დაისები"...ამაშიც დროს გულისხმობს ავტორი, ოღონდ ეს უკვე ის დროა, როცა დამთავრდა ყველაფერი... და თუმცა დაჭრილი მხედარი, მხნედ არის, მაგრამ გზის ბოლოს სისხლისგან დაიცლება...აი ეს ის დროა, როცა მზის ჩასვლასთან ერთად მთავრდება ცხოვრებაც...
"და ვდგავართ ორნი, ჰორიზონტის სხვადასხვა მხარეს, მე ჩამავალ მზეს მივაცილებ, შენ - ეგებები." მე ვფიქრობ უკვე მიმინოს მიმართავს აქ ავტორი
არ ვიცი, რამდენად სწორად ავხსენი, მაგრამ მე პირადად...აი, ეს ყველაფერი დამანახა და განმაცდევინა ამ ლექსმა...:-*
მგონი მაშველი გამოვდივარ...:))

16. "აბა მესროლეთ მაშველი რგოლი ვინმემ"
არ გჭირდებათ მაშველი რგოლი თქვენ, იასონ ბატონო (?) :)
მშვენივრად გაგიგიათ ეს ლექსიც და ზოგადად, ამ ავტორის პოეზიაც :)
"აბა მესროლეთ მაშველი რგოლი ვინმემ"
არ გჭირდებათ მაშველი რგოლი თქვენ, იასონ ბატონო (?) :)
მშვენივრად გაგიგიათ ეს ლექსიც და ზოგადად, ამ ავტორის პოეზიაც :)
15. ამ ავტორის ლექსები თითქმის ვერასოდეს ამოვხსენი და ამიტომაც არასოდეს შემიფასებია. როცა ამდენი მკითხველი და ავტორი ასეთ მაღალ შაფასებებს აძლევს ამ ნაწარმოებებს, ლოგიკურად ჩნდება ფიქრი, რომ პრობლემა ჩემშია და ვიბოღმები საკუთარ თავზე. ცოდვა გამხელილი ჯობს -ო, ნათქვამია ვერ ვიგებ და არ მინდა ასე გაურკვევლობაში დავრჩე. თქვენი დახმარების იმედი მაქვს - მკითხველების და ავტორისაც. ასე მგონია, თუ ამ ერთხელ მაინც თუ მივხვდი ავტორის ფიქრთა მდინარებას, სხვა მისი ლექსების გაგებაც გამიადვილდება. შემოგთავაზებთ ამ ლექსის ანალიზის ჩემეულ მცდელობას ამ ეტაპზე და თავად განსაჯეთ, რა შავ დღეში ვარ:
"მიმინო მზერას ვერ მიაპყრობს, თვალს მოჭრის მყისვე მზის მწველი სხივი,"
ამ ფრაგმენტში ავტორი გვეუბნება, რომ მზის მწველ სხივს მიმინო თვალს ვერ გაუსწორებს. მართალი უნდა იყოს. მაგრამ რატომ აირჩია ავტორმა მიმინო? შევარდენი მაგალითად, გაუსწორებს? ან არწივი? რადგან მიმინოა, ე.ი. ასეა საჭირო. ვნახოთ. ალბათ გამოჩნდება.
"განა კაცს შესწევს?!"
რას კითხულობს ავტორი აქ? ალბათ "განა კაცს კი შესწევს უნარი, რომ მზეს თვალი გაუსწოროს?" თუ ასეა - უცნაური ლაკონურობაა, რებუსია, ადვილად ამოსახსნელი, მაგრამ - მაინც რებუსი
"ბასრია იგი ისარივით, იმ მშვილდოსნისა, კოშკთა მცველთაგან ცეცხლში მარტო რომ დარჩენილა და სასიკვდილოდ დაჭრილს ჯერაც უნარი შესწევს - ბასრია იგი, ისარივით შურისძიების. "
ამ ფრაგმენტში გვეუბნება, რომ მზის სხივი ბასრია. მე ასე მგონია. დანარჩენი შედარებაა, მეტაფორა, არც თუ ეფექტური.
"მაგრამ, ხომ ამბობენ, თალიე?! მაგრამ, ხომ გსმენია, თალიე?!"
თალიე ავტორის სხვა ლექსებშიც გვხვდება. როგორც ჩანს, თალიე, ისევე, როგორ ოსვალდა, ადამიანები არიან, ლექსის ლირიკული გმირივით და აქ ადგილი არ აქვს პერსონიფიცირების პოეტური ხერხის გამოყენებას. პრივეტები, თალიე, კარგი სახელი გქვია, კარგად ჟღერს.
"- არის უძინართა აისები."
აი, თალიესგან განსხვაებით და განსხვავებით ალბათ მკითხველთა იმ ნაწილისაგან, რომელიც ყველაფერს მიხვდა და მოიწონა, მე არ ვიცი არაფერი უძინართა აისებზე და დაისებზე. ბაირონის "უძინართა მზე" ვიცი, მაგრამ ეს აქ არაფერ შუაში უნდა იყოს. ვნახოთ,
"დილის სუსხი უნდა დავლიო, ჩემი სისხლი უდგას ალიონს, იმ სისხლით თვალები ამევსება."
როგორ დალევს მთხრობელი დილის, იგივე - ალიონის სუსხს, რომელიც იგივე მთხრობელის სისხლია - ან რა უნდა ამით თქვას მთხრობელს, ამას ჩემი ფანტაზია ვერ გასწვდა.
ესხმის "ხეთა ჯარს, ხეთა რიგს", (ცეცხლის მახვილი ხელთ არის!)
ვის ხელთ არის ცეცხლის მახვილი? რატომ ესხმის ხეთა ჯარს, რომელიც ქარს უმკლავდება და თავისი გასჭირვებია? უძინართა აისები ესხმის?
"მერე უძინართა დაისები... თუმცა, მკვირცხლად და მხნედ არის, ვითარც დაჭრილი მხედარი გზის ბოლოს სისხლისგან დაიცლება."
ანუ, უძინართა აისი დაიცლება სისხლისგან და უძინართა დაისად გარდაიქმნება. ძალიან კარგი მაგრამ რა არის ან ერთი, ან მეორე? როგორ განსხვავდებიან ჩვეულებრივი აის-დაისისაგან?
"და ვდგავართ ორნი, ჰორიზონტის სხვადასხვა მხარეს, მე ჩამავალ მზეს მივაცილებ, შენ - ეგებები."
ეს, ცალკე აღებული, ლამაზი მინიმა იქნებოდა, მაგრამ მთლიან კონტექსტში უნდა მოვიაზროთ. ვის მიმართავს ავტორი, თალიეს ალბათ, ხომ? აბა ოსვალდა იქ არაა სულ ცოტა ხნის უკან თალიეს მიმართავდა და ახლა ასე უცებ სხვაზე ვერ გადაერთვება, მხოლოდ ის ვერ გავიგე, თალიე იქვეა, მთხრობელთან ახლოში თუ მობილურით ელაპარაკება ქვეყნის მეორე ბოლოში საერთო კონტექსტშიც ვერაფრით გავიაზრე
აბა მესროლეთ მაშველი რგოლი ვინმემ
ამ ავტორის ლექსები თითქმის ვერასოდეს ამოვხსენი და ამიტომაც არასოდეს შემიფასებია. როცა ამდენი მკითხველი და ავტორი ასეთ მაღალ შაფასებებს აძლევს ამ ნაწარმოებებს, ლოგიკურად ჩნდება ფიქრი, რომ პრობლემა ჩემშია და ვიბოღმები საკუთარ თავზე. ცოდვა გამხელილი ჯობს -ო, ნათქვამია ვერ ვიგებ და არ მინდა ასე გაურკვევლობაში დავრჩე. თქვენი დახმარების იმედი მაქვს - მკითხველების და ავტორისაც. ასე მგონია, თუ ამ ერთხელ მაინც თუ მივხვდი ავტორის ფიქრთა მდინარებას, სხვა მისი ლექსების გაგებაც გამიადვილდება. შემოგთავაზებთ ამ ლექსის ანალიზის ჩემეულ მცდელობას ამ ეტაპზე და თავად განსაჯეთ, რა შავ დღეში ვარ:
"მიმინო მზერას ვერ მიაპყრობს, თვალს მოჭრის მყისვე მზის მწველი სხივი,"
ამ ფრაგმენტში ავტორი გვეუბნება, რომ მზის მწველ სხივს მიმინო თვალს ვერ გაუსწორებს. მართალი უნდა იყოს. მაგრამ რატომ აირჩია ავტორმა მიმინო? შევარდენი მაგალითად, გაუსწორებს? ან არწივი? რადგან მიმინოა, ე.ი. ასეა საჭირო. ვნახოთ. ალბათ გამოჩნდება.
"განა კაცს შესწევს?!"
რას კითხულობს ავტორი აქ? ალბათ "განა კაცს კი შესწევს უნარი, რომ მზეს თვალი გაუსწოროს?" თუ ასეა - უცნაური ლაკონურობაა, რებუსია, ადვილად ამოსახსნელი, მაგრამ - მაინც რებუსი
"ბასრია იგი ისარივით, იმ მშვილდოსნისა, კოშკთა მცველთაგან ცეცხლში მარტო რომ დარჩენილა და სასიკვდილოდ დაჭრილს ჯერაც უნარი შესწევს - ბასრია იგი, ისარივით შურისძიების. "
ამ ფრაგმენტში გვეუბნება, რომ მზის სხივი ბასრია. მე ასე მგონია. დანარჩენი შედარებაა, მეტაფორა, არც თუ ეფექტური.
"მაგრამ, ხომ ამბობენ, თალიე?! მაგრამ, ხომ გსმენია, თალიე?!"
თალიე ავტორის სხვა ლექსებშიც გვხვდება. როგორც ჩანს, თალიე, ისევე, როგორ ოსვალდა, ადამიანები არიან, ლექსის ლირიკული გმირივით და აქ ადგილი არ აქვს პერსონიფიცირების პოეტური ხერხის გამოყენებას. პრივეტები, თალიე, კარგი სახელი გქვია, კარგად ჟღერს.
"- არის უძინართა აისები."
აი, თალიესგან განსხვაებით და განსხვავებით ალბათ მკითხველთა იმ ნაწილისაგან, რომელიც ყველაფერს მიხვდა და მოიწონა, მე არ ვიცი არაფერი უძინართა აისებზე და დაისებზე. ბაირონის "უძინართა მზე" ვიცი, მაგრამ ეს აქ არაფერ შუაში უნდა იყოს. ვნახოთ,
"დილის სუსხი უნდა დავლიო, ჩემი სისხლი უდგას ალიონს, იმ სისხლით თვალები ამევსება."
როგორ დალევს მთხრობელი დილის, იგივე - ალიონის სუსხს, რომელიც იგივე მთხრობელის სისხლია - ან რა უნდა ამით თქვას მთხრობელს, ამას ჩემი ფანტაზია ვერ გასწვდა.
ესხმის "ხეთა ჯარს, ხეთა რიგს", (ცეცხლის მახვილი ხელთ არის!)
ვის ხელთ არის ცეცხლის მახვილი? რატომ ესხმის ხეთა ჯარს, რომელიც ქარს უმკლავდება და თავისი გასჭირვებია? უძინართა აისები ესხმის?
"მერე უძინართა დაისები... თუმცა, მკვირცხლად და მხნედ არის, ვითარც დაჭრილი მხედარი გზის ბოლოს სისხლისგან დაიცლება."
ანუ, უძინართა აისი დაიცლება სისხლისგან და უძინართა დაისად გარდაიქმნება. ძალიან კარგი მაგრამ რა არის ან ერთი, ან მეორე? როგორ განსხვავდებიან ჩვეულებრივი აის-დაისისაგან?
"და ვდგავართ ორნი, ჰორიზონტის სხვადასხვა მხარეს, მე ჩამავალ მზეს მივაცილებ, შენ - ეგებები."
ეს, ცალკე აღებული, ლამაზი მინიმა იქნებოდა, მაგრამ მთლიან კონტექსტში უნდა მოვიაზროთ. ვის მიმართავს ავტორი, თალიეს ალბათ, ხომ? აბა ოსვალდა იქ არაა სულ ცოტა ხნის უკან თალიეს მიმართავდა და ახლა ასე უცებ სხვაზე ვერ გადაერთვება, მხოლოდ ის ვერ გავიგე, თალიე იქვეა, მთხრობელთან ახლოში თუ მობილურით ელაპარაკება ქვეყნის მეორე ბოლოში საერთო კონტექსტშიც ვერაფრით გავიაზრე
აბა მესროლეთ მაშველი რგოლი ვინმემ
13. "მაგრამ, ხომ ამბობენ, თალიე?! მაგრამ, ხომ გსმენია, თალიე?! - არის უძინართა აისები. დილის სუსხი უნდა დავლიო, ჩემი სისხლი უდგას ალიონს, იმ სისხლით თვალები ამევსება''
ლამაზია, ბოლოც კარგი იყო!
"მაგრამ, ხომ ამბობენ, თალიე?! მაგრამ, ხომ გსმენია, თალიე?! - არის უძინართა აისები. დილის სუსხი უნდა დავლიო, ჩემი სისხლი უდგას ალიონს, იმ სისხლით თვალები ამევსება``
ლამაზია, ბოლოც კარგი იყო!
12. ''დილის სუსხი უნდა დავლიო, ჩემი სისხლი უდგას ალიონს, იმ სისხლით თვალები ამევსება.''
სუნთქვის დაღლამდე ემოცია და ბოლოს.. ფინალი სიკვდილივით მშვიდი .
``დილის სუსხი უნდა დავლიო, ჩემი სისხლი უდგას ალიონს, იმ სისხლით თვალები ამევსება.``
სუნთქვის დაღლამდე ემოცია და ბოლოს.. ფინალი სიკვდილივით მშვიდი .
10. ძალიან...ძალიან კარგია...დახატავს კაცი...:-* ემოციებზე რა ვთქვა არც კი ვიცი..ასე მგონია ,ძალიან კარგი, ისტორიული ფილმიდან, საოცარი, საგმირო სცენებს ვუყურე...
"ჩემი სისხლი უდგას ალიონს, " მაგარი ფრაზაა...:-* არ მომწონს ეს და სხვა...:( ჟანრი შეცვალეთ 555
ძალიან...ძალიან კარგია...დახატავს კაცი...:-* ემოციებზე რა ვთქვა არც კი ვიცი..ასე მგონია ,ძალიან კარგი, ისტორიული ფილმიდან, საოცარი, საგმირო სცენებს ვუყურე...
"ჩემი სისხლი უდგას ალიონს, " მაგარი ფრაზაა...:-* არ მომწონს ეს და სხვა...:( ჟანრი შეცვალეთ 555
8. ინტეღენატული ადგილები აქვს.. იე იე
თვალებმოჭუტული უნდა წაიკითხო.. ვერ უსწორებ თვალს (თუ თავიდანვე სწორად წაყვები ამბავს )
ინტეღენატული ადგილები აქვს.. იე იე
თვალებმოჭუტული უნდა წაიკითხო.. ვერ უსწორებ თვალს (თუ თავიდანვე სწორად წაყვები ამბავს )
7. სარანგულია) სარანგულია)
6. არ ვიცი,მაგრამ პირველი ლექსია ,ლექსად წოდება მიჭირს,უკაცრავად და ზოგიერთი ლექსის ფონზე,უფრო მეტია და სიტყვებსვერ ვაწყობ იმდენად შემეხო , მადლობა რომ წერ. არ ვიცი,მაგრამ პირველი ლექსია ,ლექსად წოდება მიჭირს,უკაცრავად და ზოგიერთი ლექსის ფონზე,უფრო მეტია და სიტყვებსვერ ვაწყობ იმდენად შემეხო , მადლობა რომ წერ.
5. არ შეიძლება არ აღინიშნოს განსაკუთრებით ამ ლექსის ეპილოგი, რა საოცრად მეტყველია ემოციების... არ შეიძლება არ აღინიშნოს განსაკუთრებით ამ ლექსის ეპილოგი, რა საოცრად მეტყველია ემოციების...
4. გაცდა მდინარეთა დასალიერს, ზღვაში შევიდა!
კარგი ხარ, ჯიუტიც. :)
გაცდა მდინარეთა დასალიერს, ზღვაში შევიდა!
კარგი ხარ, ჯიუტიც. :)
3.
თავიდანვე უტყუარად ვიცოდი რომ გენიოსია. ადვილი არ იქნება მისი ბედისწერა, მაგრამ მოერევა და ღირსეულად გაივლის ცხოვრებას. მასში დიდი ძალა და ღვთის ნაპერწკალია.

2. ახლახანს შევიტყვე- თურმე "სხვა"-ში გამოქვეყნებული ნაწერების მონიშვნაც შეიძლება სათავფურცლედ.
ახლახანს შევიტყვე- თურმე "სხვა"-ში გამოქვეყნებული ნაწერების მონიშვნაც შეიძლება სათავფურცლედ.
1. უძინართა აის-დაისების ამბავი.
ბოლო სტრიქონები გენიალურია..
პირველად გამოვიყენე ეს სიტყვა ამ ავტორთან მიმართებაში :) და საერთოდაც, მგონი პირველად გამოვიყენე ცოცხალ ავტორებთან კავშირში :)
უძინართა აის-დაისების ამბავი.
ბოლო სტრიქონები გენიალურია..
პირველად გამოვიყენე ეს სიტყვა ამ ავტორთან მიმართებაში :) და საერთოდაც, მგონი პირველად გამოვიყენე ცოცხალ ავტორებთან კავშირში :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|