ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2016


მაშასადამე მეომარი

          მე ვარ ქართველი... მე ვარ მებრძოლი...
           
ადამიანებს, მოჰყვებოდათ ჩვევა ოდითგან,
რომ გასაყოფი შესაძლოა გახდეს ყოველი,
ჩვენი სამშობლოც დასაპყრობი მიწის მოდიდან,
გამოსვლას მისი, არსებობის დღიდან მოელის.

ქრისტეშობამდე მოინდომეს ჩვენი დამხობა,
ტიგლათფილასარს მოეწონა თურმე ხედები,
შემდეგ ურარტუმ ვერ მიიღო ჩვენი თანხმობა,
ვიცი ქართველო არასოდეს არ  დანებდები.

ამდროს მოსწყურდათ ირანელებს ჩვენი ადესა,
ამდროს ეწადათ ეჟღარუნათ ჩვენი ფანდური,
შენ რომ გეცოცხლა, იმ ვაჟკაცმა ხმალი ალესა,
შენ კი უცხოეთს, დაუწუნე მიწა ქართული.

არ მოგვასვენეს, მიწა წყალი სურდათ არაბებს,
შემდეგ თურქებმა დაგვიხოცეს ვაჟიშვილები,
ზოგჯერ მანდილიც მოუსვრიათ მიღმა დარაბებს,
და ბრძოლის ველზე დაცემულან ქალიშვილები.

ვაი რამდენჯერ აგვიოხრეს მწარედ ქვეყანა,
ვაი რარიგად შეგვიმუსრეს ბევრჯერ ტაძარი,
მაგრამ აბჯარი ოდითგანვე ტანზე გვეყარა,
და არაერთხელ მოსულები უკან დავძარით.


საუბედუროდ, მოღალატე არ გვასვენებდა,
ოქრომ და შიშმა გადალახა ზოგის შეგნება,
აქ გორგასალი ვაჟკაცურად განისვენებს და,
სხვამ ძმების სისხლით საკუთარი მიწა შეღება.

თვალუწვდენელი დაეწაფა დიდგორს ლაშქარი,
ათჯერ ნაკლები უკრებია აღმაშენებელს,
ქალავ რას უცდი, გამატანე ომში თავშალი,
ბალღი დაზარდე როს ქვეყანას ააშენებდეს.

შამქორს, ბასიანს, თურქ-სელჩუკი შემოესია,
და სხვის მიწაზე ლაჩრის როლი როდი მოვირგეთ,
მტერი ასია, ჩვენ ერთნი  ვართ მაგრამ მესია,
ჩვენთან იყო და ეს ბრძოლებიც ამით მოვიგეთ.

ახლა სპარსეთი დაიმონა შურის ავსულმა,
ჯალალედინმა დაგვამჩნია მწარე იარა,
ასი ათასმა ჩვენთაგანმა ხიდზე გასულმა,
ვერც ერთმა არა, არც ერთმა არ გადაიარა!

საუკუნეებს მისწვდომია წლების განცხრომა,
მრავალ-ჭირვარამგადახდილი ჩვენი ქვეყანა,
მანამ იარებს მოუნდომა ერმა  დაცხრომა,
მინამ საბჭოეთს ეს ქვეყანა გადაებარა.

ჯერაც კვდებოდნენ ქართველები  სხვების გულისთვის,
როცა ნათელი, დაგვიბნელა რუსის აჩრდილმა,
როცა ვიბრძოდით, უკონფლიქტო გაზაფხულისთვის,
მაშინ იტირა, პატრიოტმა,  ცხრამ და აპრილმა.

მაშინ გვიტირა, საკუთარმა შვილმა ქვეყანა,
ზოგ-ზოგიერთმა ჯიბისთვის რომ ასე გაგვყიდა,
ჯერაც ახალი ულვაშები რომ აეყარა,
უკანასკნელად რამდენისთვის ტყვია გაწვიმდა.

ეს უფრო მტკივა, იმედია ყველა გამიგებს,
მაგრამ მე მხოლოდ, ჩემი ცრემლით მახსოვს აგვისტო,
და ამის მერე, ჩემი თავი იმას მარიგებს,
თუკი მობრუნდნენ,  ჯარისკაცი  გავითავისო.

ეს უფრო მტკივა, მინდა ახლა ყველამ გაიგოს,
სოხუმი, გაგრა, დაბომბილი გორი, ცხინვალი,
ამდენი სისხლი წინაპარმა შენთვის გაიღოს,
და შენ ქართველთან მოინდომო დანის ტრიალი?!

რუსმა დაგვხოცა?! ჩვენც ძალიან ბევრი მივქარეთ,
მაგრამ შემდეგ სტროფს, შევუნახავ ამ ირონიას,
მე აქ “ლტოლვილი“, გავიგონო გულსაც მიჩქარებს,
შენ აფხაზეთი, სამაჩაბლო, სხვისი გგონია.


არა არ მახსოვს, საქართველოს ქონდა მშვიდობა,
რათ გინდა სხვისთვის, საქართველო იყოს ნათელი,
არა არ მათბობს, მაციებს და გულზე ჭრილობად,
მედება როცა, ქართველისგან კვდება ქართველი.

ყოველთვის იყო, ყველგან იყო ალბათ ღალატი,
ვერა ვერ ვიტყვი ცუდები ვართ, არც მაქვს უფლება,
მე ერთი მინდა, დაბივრუნოთ ასე ნანატრი,
ტერიტორია, ერთობა და თავისუფლება.

ქვეყანა რომლის ისტორია ბრძოლებს არ ითვლის,
ყვეყანა რომლის წმინდანებიც დაუთვლელია,
ქვეყანა დედის, იესოსი ჩვენი ღვთისმშობლის,
საქართველოა, წილხვედრია და უცვლელია.

შოთა გამგონეიშვილი 
07.04.16
04:25



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები