 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 8 აპრილი, 2016 |
ვეძებდი არსებობის გამართლებას... უამრავ კითხვაზე - პასუხსაც... დაჭრილი არწივივით მიწაზე მიითრევდი ცალ მხარს... პასუხიც ეს არის და სიმართლეც... მხარში შემოგიდექი... მხარში შემოგიდექი და ასე გზიდე... ცოტა მანძილი ვიარეთ ასე დედამიწაზე, მაგრამ მარადისობისთვის მანძილები თურმე ჩვენ რომ გვგონია, იმგვარად არ იზომება... მხარში შემოგიდექი, რომ აღარ გტკენოდა... წელში გამართული მოვდიოდით მერე ორივე... მე შენ თვალებში ცხოვრებისგან მიყენებულ ჭრილობებს ისე ვლოკავდი, როგორც ამირანს ულოკავდა ლეკვი მძიმე ჯაჭვს... შენ ჩემ სახეს ხელებში იმწყვდევდი და ტკივილიანი ხმით ნატრობდი: ნეტავი ადრე შემხვედროდი, ნეტავი ადრე შემხვედროდი, ნი... ჩემთვის კი მაშინაც სულერთი იყო და ახლა მით უმეტეს, რადგან: სწორედ მაშინ შეგხვდი, როცა უნდა შეგხვედროდი... დედამიწაზე ყოფნის ბოლო ჟამს შენთვის მე უნდა მექცია თურმე ცხოვრება ზღაპრად, ზღაპრად, რომელიც არასდროს სრულდება... ცალ მხარს რომ მიწაზე მიითრევდი, ის მხარი ისე მტკიოდა, თითქოს ჩემი საკუთარი მხარი იყო და წელში გაგმართე... ჩვენ ვიცით მხოლოდ, რის ფასად და რა ძალისხმევით, მაგრამ რას დავეძებდი, რას ვდარდობდი, რას ვკითხულობდი - მე - შენ თვალებში სიხარულის მარცვლების მძებნელი გოგო... შენ კვალი კი არ დამიტოვე, ხნული გაავლე იმ მიწაზე, ასე ძალიან რომ გიყვარდა, გიყვარს, გტკიოდა, გტკივა... და ახლა მარტო მე, ახლა მე ისეთი, როგორიც გაგიცანი შენ, ანუ ცალ მხარს მიწაზე რომ მივითრევ, ამ ხნულში მოვაბიჯებ... წამითაც არ იფიქრო, რომ ვბორძიკობ... მოვაბიჯებ და ნება-ნება ვკრეფ: შენ დანატოვარ სიკეთეებს, სითბოს, სიყვარულს... ვკრეფ, რომ მერე მარცვალ-მარცვალ ავკინძო და ყელზე დავიკიდო ამეთვისტოს მარადიულ ყელსაბამად, რომ იქ, შენთან ამ ყელსაბამით ამომიცნო, როდესაც მოვალ... მე ჩემი წილი სამოსელი პირველი შემოვცვი ტანზე ამ ხნულში... შენ დამიტოვე ამეთვისტო, როგორც სიყვარულის მარადიული გაგრძელება და კიდევ ვალი საკუთარი სამშობლოს წინაშე... ვალი, რომელიც შენ მართლა პირნათლად მოიხადე... მე მაშინ შეგხვდი, ცალ მხარს მიწაზე რომ მიითრევდი, ვაჟას არწივივით... იყავი კიდეც არწივი და ალბათ ამიტომ, ჰო, სწორედ ამიტომ: მხარში შემოგიდექი და... მხარში შემოგიდექი და ასე გატარე... ახლა გულში ხარ და ასე გზიდავ, ასე დადიხარ ჩემთან ერთად და ასე ივლი... და რისი თოკი, რა ბაწარი ანდა რა კიბე დაგვაშორებს, სიცოცხლევ, ჩემო... ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ ე მაგ ხნულში, შენ რომ სავალად დამიტოვე, წავიბორძიკებ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ფლორენცია... მადლობა ამ სიტყვებისთვის... მადლობა ყველას... ზოგადად... ტკივილი სიყვარულზე ძლიერია... ფლორენცია... მადლობა ამ სიტყვებისთვის... მადლობა ყველას... ზოგადად... ტკივილი სიყვარულზე ძლიერია...
6. მართლაც რა შუაშია მკითხველი?! ყველას ვერ ეტკინება ჩვენი სატკივარი! ყველა ვერ იგრძნობს სხვის გულში და გონებაში რა ბრძოლები და რა სადარდებელია! ვისაც უნდა ის გაიგებს! დიდი ისტორიაა ამ პატარა ლექსში გადმოცემული! ტრაგიკული ისტორია, რომელსაც ძლიერი სულის მქონე პატარა არსება არ ეპუება, არ ბორძიკობს და ისე მიაბიჯებს მომავალში! ღირსეული მეუღლის , ღირსეული ქორფა ქვრივი, ბავშვი ქალი, რომელიც გონებით, შეგნებითა და გაგებით, სიყვარულითა და სიძლიერით ბევრზე მაღლაა, ბევრზე დიდია! ტკივილი გვახსენებს ხანდახან რომ ადამიანები ვართ, ზოგს იშვიათად, ზოგს_უფრო ხშირად. "სიცოცხლე დიდი სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა, სიკვდილი კი ადამიანად არყოფნის სევდა"_არ ვიცი რამდენად ზედმიწევნით გავიხსენე ჩოხელის სიტყვები, თუმც სათქმელი მგონი ვთქვი. მართლაც რა შუაშია მკითხველი?! ყველას ვერ ეტკინება ჩვენი სატკივარი! ყველა ვერ იგრძნობს სხვის გულში და გონებაში რა ბრძოლები და რა სადარდებელია! ვისაც უნდა ის გაიგებს! დიდი ისტორიაა ამ პატარა ლექსში გადმოცემული! ტრაგიკული ისტორია, რომელსაც ძლიერი სულის მქონე პატარა არსება არ ეპუება, არ ბორძიკობს და ისე მიაბიჯებს მომავალში! ღირსეული მეუღლის , ღირსეული ქორფა ქვრივი, ბავშვი ქალი, რომელიც გონებით, შეგნებითა და გაგებით, სიყვარულითა და სიძლიერით ბევრზე მაღლაა, ბევრზე დიდია! ტკივილი გვახსენებს ხანდახან რომ ადამიანები ვართ, ზოგს იშვიათად, ზოგს_უფრო ხშირად. "სიცოცხლე დიდი სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა, სიკვდილი კი ადამიანად არყოფნის სევდა"_არ ვიცი რამდენად ზედმიწევნით გავიხსენე ჩოხელის სიტყვები, თუმც სათქმელი მგონი ვთქვი.
5. ღმერთი თქვენსკენ ღმერთი თქვენსკენ
4. მარადისობაზე საუბრისას, პირველ რიგში, სიყვარულს გულისხმობს ადამიანი, რადგან სწორედ ეს გრძნობაა ღმერთივით მარადიული. ღმერთია ეს გრძნობა. ამ ლექსთან შეხებისას სწორედ ამაზე აკეთებს მკითხველი აქცენტს- მონოლოგი თითქოს დიალოგდება და ორ ხმაში გრძელდება სიყვარულის საგალობელი... მე ასე ვხედავ და მესმის, რადგან არ შეიძლება ადამიანს შენს გულში ამგვარად მიუჩინო ადგილი და ის არ აგყვეს, არ დაგიტიოს, არ შეგისისხლხორცოს და შენს სულში საკუთარი არსებობით დასაბამი არ დაუდოს იმ ზღაპარს, სიყვარულის მარადიული ზღაპარი რომ ქვია. ტკივილიანი ლექსია, ცრემლით და სისხლით დაწერილი, მაგრამ არა- უნუგეშო. წაუბორძიკებელი სიყვარულის ლამაზი ისტორია.
რაც შეეხება მკითხველის აზრს, მე ვფიქრობ რომ მკითხველს გააჩნია. ინდივიდს გააჩნია. დღეს კარგი მკითხველიც ისეთი იშვიათობაა, როგორც კარგი პოეტი. ადამიანი- მითუმეტეს. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა. წარმატებებს გისურვებთ.
მარადისობაზე საუბრისას, პირველ რიგში, სიყვარულს გულისხმობს ადამიანი, რადგან სწორედ ეს გრძნობაა ღმერთივით მარადიული. ღმერთია ეს გრძნობა. ამ ლექსთან შეხებისას სწორედ ამაზე აკეთებს მკითხველი აქცენტს- მონოლოგი თითქოს დიალოგდება და ორ ხმაში გრძელდება სიყვარულის საგალობელი... მე ასე ვხედავ და მესმის, რადგან არ შეიძლება ადამიანს შენს გულში ამგვარად მიუჩინო ადგილი და ის არ აგყვეს, არ დაგიტიოს, არ შეგისისხლხორცოს და შენს სულში საკუთარი არსებობით დასაბამი არ დაუდოს იმ ზღაპარს, სიყვარულის მარადიული ზღაპარი რომ ქვია. ტკივილიანი ლექსია, ცრემლით და სისხლით დაწერილი, მაგრამ არა- უნუგეშო. წაუბორძიკებელი სიყვარულის ლამაზი ისტორია.
რაც შეეხება მკითხველის აზრს, მე ვფიქრობ რომ მკითხველს გააჩნია. ინდივიდს გააჩნია. დღეს კარგი მკითხველიც ისეთი იშვიათობაა, როგორც კარგი პოეტი. ადამიანი- მითუმეტეს. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა. წარმატებებს გისურვებთ.
3. შენ კვალი კი არ დამიტოვე, ხნული გაავლე იმ მიწაზე
ეს ადგილი და ბოლოსკენაც იყო მომენტი დანარჩენი უბრალოდ იმ საუბარივითაა, რომ არ გეხება და ამიტომაც არ გაინტერესებს
"ისე უნდა დაწეროთ რომ მკითხველი შეიყოლიოს" ჩრდილი
ცდებით. საერთოდ რა შუაშია მკითხველი?! ჩემი რჩევაა, წერისას (თუ წერთ რა თქმა უნდა) ნაკლები იფიქროთ მკითხველზე
შენ კვალი კი არ დამიტოვე, ხნული გაავლე იმ მიწაზე
ეს ადგილი და ბოლოსკენაც იყო მომენტი დანარჩენი უბრალოდ იმ საუბარივითაა, რომ არ გეხება და ამიტომაც არ გაინტერესებს
"ისე უნდა დაწეროთ რომ მკითხველი შეიყოლიოს" ჩრდილი
ცდებით. საერთოდ რა შუაშია მკითხველი?! ჩემი რჩევაა, წერისას (თუ წერთ რა თქმა უნდა) ნაკლები იფიქროთ მკითხველზე
2. დავიწყე მაგრამ მეშვიდე სტრიქონზე მეტი ვერ წავიკითხე. როცა ამხელა რამეს წერთ, ისე უნდა დაწეროთ რომ მკითხველი შეიყოლიოს. ვკითხულობდი როგორც უთავბოლო მოთხრობას. დავიწყე მაგრამ მეშვიდე სტრიქონზე მეტი ვერ წავიკითხე. როცა ამხელა რამეს წერთ, ისე უნდა დაწეროთ რომ მკითხველი შეიყოლიოს. ვკითხულობდი როგორც უთავბოლო მოთხრობას.
1. ძალიან გრძნობადი! ძალიან გრძნობადი!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|