ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: იუმორისტული
10 აპრილი, 2016


@@@(იცით აქ და ახლა)

იცით  აქ და ახლა
სუსტი სიო დაქრის,
უვლის პიტნის დახლებს,
ბაზრის ყველა ღრიჭოს.
კამა და ცერეცო,
აციმციმებს თვალებს
და მწვანე წამწამებს
უფახურებს ნიორს.
დაქრის სუსტი სიო..
ოხრახუში ისევ
არ ეშვება ხუშტურს
და დაკუნთულ ფესვებს
იქნევს როგორც მუშტებს,
გასუსულა ქინძი,
არ ჩანს და არც  იძვრის
და აპარებს თვალებს
ლობიოსკენ მინდვრის,
იცით აქ და ახლა
სუსტი სიო დაქრის..
მემწვანილე ბაჯი
ასახევი ლაჯზე
ბღუჯავს ლარებს მუჭით
და უტიფრად ნიორს
თავზე კანაფს უჭერს.
იცით აქ და ახლა
სუსტი სიო დაქრის
და ჭრაჭუნი გააქვთ
ბაზრის ბებერ დახლებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები