ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2016


სახლი...(ემიგრანტული)

ცხელი შუადღე აქ, "პომერიჯო"
რთული სიმშვიდე სრული გაგებით,
ქუჩაში ყოფნა ყველაფერს გიჯობს...
სახურავები, ჯუჯა ხეები

და აივნები მიაქვს ყვავილებს.
ქარი კედლებზე სახეს იხოკავს.
აქ, აზრი არ აქვს რა გზით გაივლი,
თუ  ჩარკვიანის "გარსია ლორკას"

უსმენ და სახლი..."მას ქონდა სახლი"
გითრევს სიტყვები რიტმით აკორდის.
მიჰყვები ქუჩას და თვალებ დახრილ
სევდას, მშობლიურ სახლზე აბოდებს...

ცხელი შუადღე აქ, "პომერიჯო"
მზე შუბისტარზე .. (იქნებ მახვილის)
ცარიელია ქუჩები იმ დროს
და შენ უბრალოდ უნდა გახვიდე,

შენი თავიდან,
სახლი თუ არ გაქვს...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები