| ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 17 აპრილი, 2016 |
ზეცამ შებინდება მხრებზე მოიხურა, სიტყვა სასულეში ვეღარ დავატიე... ჩანს, რომ გველოდება ღამე-უსახური, უნდა გავათიო. ისე უჟმურია კვირა-ნამარტალი, ჩვენში რომ იტყვიან მზეა მატყუარა, ყოფას უშენობის კიდე ავათალე, არა შეიტყო-რა. ვზივარ, ათასგვარი სახის რებუსები თავში მიტრიალებს დროის გასაყვანი, შორს კი გამჭვირვალე ზედით იმოსება, მუზა-სათაყვანო. თითქმის გარდასულ და ფიქრად გამოკეტილ დარდს ვერ მიქარვებენ ქუჩის მეძავები, მზერა უღვინოო ბოთლზე ჩამოვკიდე, თრობა მეძალება. ზეცამ შებინდება მხრებზე მოიხურა, სიტყვა სასულეში ვეღარ დავატიე... ჩანს, რომ მელოდება ღამე-უსახური, უნდა გავათიო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ისე უჟმურია კვირა-ნამარტალი, ჩვენში რომ იტყვიან მზეა მატყუარა, ყოფას უშენობის კიდე ავათალე, არა შეიტყო-რა.
+ + + მომეწონა ეს ადგილი მთელ ლექსს მიმზიდველს ხდის. 5. ისე უჟმურია კვირა-ნამარტალი, ჩვენში რომ იტყვიან მზეა მატყუარა, ყოფას უშენობის კიდე ავათალე, არა შეიტყო-რა.
+ + + მომეწონა ეს ადგილი მთელ ლექსს მიმზიდველს ხდის. 5.
14. არის აქ სარანგულები) არის აქ სარანგულები)
13. დასაწყისი მომეწონა, მერე არც ისე..
დასაწყისი მომეწონა, მერე არც ისე..
11. ეს შენ არ ხარ. ხასიათის არის რა .
1000 ჯერ უკეთ შეგიძლია წერა !!! ეს შენ არ ხარ. ხასიათის არის რა .
1000 ჯერ უკეთ შეგიძლია წერა !!!
9. არა უშავს, ხან ასეა, ხან ისე :)) არა უშავს, ხან ასეა, ხან ისე :))
8. რავი...მე ვერ მოვიწონე... რავი...მე ვერ მოვიწონე...
6. "სიკარგლექსეობა" არ იყო მიზანი :)) "სიკარგლექსეობა" არ იყო მიზანი :))
5. რაცხა აკლია და ვერ ვხთები რაი... არადა შეეძლო ,,სიკარგლექსე":))
+3 რაცხა აკლია და ვერ ვხთები რაი... არადა შეეძლო ,,სიკარგლექსე":))
+3
4. ყოფას უშენობის კიდე ავათალე, არა შეიტყო-რა.....
ყოფას უშენობის კიდე ავათალე, არა შეიტყო-რა.....
3. :) ხასიათისაა ++ :) ხასიათისაა ++
2. :) საამპერიოდოა ზუსტად, თოლია :* :) საამპერიოდოა ზუსტად, თოლია :*
1. "ისე უჟმურია კვირა-ნამარტალი,"- მახსოვს, ადრე ეს ფრაზა ვერ გავიგე და რომ გავიგე მერე ძალიან მომეწონა :)
"ისე უჟმურია კვირა-ნამარტალი,"- მახსოვს, ადრე ეს ფრაზა ვერ გავიგე და რომ გავიგე მერე ძალიან მომეწონა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|