ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
19 აპრილი, 2016


ნაწყვეტი დაკარგული რომანიდან (2011 წელი)

    ..... მორიგი მოგზაურობისას  პატარა ქალაქში გავჩერდი, დუქანში შევედი, ცოტაოდენი საჭმელი და ღვინო შევუკვეთე ,დავჯექი და  სახლზე, მეგობრებზე, მომავალზე  დავფიქრდი.
    ასე ვიჯექი გარინდული დიდხანს .... უცებ ვიღაც შემეხო, ..ჩემს წინ მოხუცი იდგა, ცალი თვალი მოეხუჭა, მეორე კი საოცრად უბრჭყვიალებდა, გამოშვერილი ხელი ოდნავ უცახცახებდა.
გამიკითხეო, მთხოვდა, ერთხანს ჯიბისკენ წავიღე ინსტიქტურად ხელი, მაგრამ გადავიფიქრე, ფული გზის გასაგრძელებლად მჭირდებოდა და არც  ისე ბევრი მქონდა.
    მერე თავი გადავაქნიე, ღვინის ჭიქას დავუწყე წვალება უხერხულად,  მზერა მოვადუნე და შემთვრალი ხალხით სავსე  დარბაზს დავუწყე თვალიერება, თითქოს იქ საინტერესო ხდებოდა რამე!
    თვალის კუთხით დავინახე თუ როგორ შეტრიალდა  მოხუცი და ნელა გამშორდა, კარი გაიხურა და ორიოდ წუთში წვიმამ დასცხო.
    ავდექი, დახლთან მივედი რომ კიდევ ამეღო რამე, მაგრამ უცებ საოცარი შეგრძნება დამეუფლა, დაუძლეველი, საჩქაროდ შევტრიალდი და  გარეთ გავვარდი
    საშინლად წვიმდა, ირგვლივ არაფერი ჩანდა, გავიქეცი, წვიმა საყელოში მეღვრებოდა მერე გამახსენდა რომ საწვიმარი დუქანში დამრჩა!
---ეი, მოხუცო! ეი! ---ვყვიროდი მთელი ხმით  და წვიმის ხმაურის გადაფარვას ვცდილობდი  სახეში რომ მცემდა პაწაწკინტელა ხანჯლებივით...  პირი წყლით მევსებოდა, ცოტაც და აი დავეწიე!... ნელა მიჩანჩალებდა, წელში მოხრილი, ხელი ვტაცე.   
    არ გაკვირვებია
---წამოდი-- ვუთხარი და შევანჯღრიე.
წამომყვა, მედიდური იერით, დუქანში დავბრუნდით, დავსვი , კიდევ შევუკვეთე საჭმელი და  ღვინო, მერე ფული ამოვიღე და დარცხვენილმა  რაღაც ნაწილი გაზინთლულ ჯიბეში ჩავუტენე.
დალია, მერე კიდევ და კიდევ, მეც შევთვერი, გარეთ წვიმდა, არსად მეჩქარებოდა, საუბარი მომინდა მასთან, ჯერ მოკლედ მპასუხობდა , მერე უცებ საოცარი ისტორია მომიყვა
არ ვიცი, ტყუოდა მოხუცი თუ არა, გატაცებით კი ყვებოდა ..ხანდახან იხრებოდა ჩემსკენ, დარბაზს შიშით თვალს მოავლებდა და ჩურჩულზე გადადიოდა....


ს.ნ. 2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები