ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2016


ქალი ჩემში

(ეტიუდი)

ქალი ჩემში - ო, ბედითი არსება
რას არ უძლებს, ვის არ შეეთავსება!
თუ ერგუნა სიყვარულით ავსება,
უმოწყალოდ რატომღა ითარსება?

მიყვარს, თითქოს არსადა ვარ წამსვლელი,
მაგრამ თურმე მოულოდნელ წამს ველი,
წავალ ისე, თითქოს არც მყვარებია,
იწრიტება, ცრემლის რაც ღვარებია.

როცა გული მოლოდინმა გალია,
მომხედე და ღია დაგრჩა გალია.
გასაფრენი ჩიტი - გალიაზეა.
მე კი არა, ყველა ქალი ასეა.

P.S.
მეპატიოს ეს ლექსი- პაროდია,
ყველა ქალი ჩემნაირი როდია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები