ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2016


მ ი ვ დ ი ვ ა რ (გიას)

გაგიყავი –
ჩემი ყველა ემოცია.
რა ვიყავი?
მე უშენოდ რა ვიყავი –
რა იციან –
ირგვლივ მყოფთა
არც იციან,
გათენება ალერსით რომ
გამიყავი...
წამწამებზე დილის ნამად
შემრჩენია
შენი კოცნის უნაზესი
ანაბეჭდი...
ეს უფერო საათები
რას შეცვლიან,
როცა მე ერთს მომიძღვენი ყველა ლექსი...
რაღა დარჩა?
სულ ცოტაა გზის ბოლომდე,
მერე ალბათ, სხვა ბილიკი
დაიწყება...
მაპატიე,
თუკი ვეღარ დაგელოდე...
ახლა ჩემი გაჩერება
არ იქნება.
ჰოდა, მივალ...
ფიქრი ისეც გაგიყავი...
მიმაქვს ჩემი ტკივილების
გუდა მზითვად...
მე უშენოდ არაფერიც არ
ვიყავი...
მაგრამ ხედავ?
მადლობაც კი ვეღარ
მითქვამს...
რადგან მივალ,
ბილიკისკენ მივიჩქარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები