ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: პროზა
1 მაისი, 2016


მე მჯერა შენი ღმერთო…

როგორ დაგვცინი და გვსჯი ხანდახან ღმერთო,
ან პირიქით არის და მხოლოდ მე მეჩვენება ასე,
მე მჯერა ღმერთო შენი, მაშინაც კი, როცა მეზობელს 10 წლის ნანატრი ბავშვი მუცელში მოუკვდა,
მაშინაც, როდესაც ჩემი მეგობრების მშობლებს ვხედავ თავშესაფარში,
როდესაც ადამიანთა შორის იმხელა უფსკრული დგება, თავადაც შეგეშინდებოდა იქ ჩახედვის
და როდესაც, ცხოვრებაში ერთხელ ან რამდენჯერმე ხელით ნაშენები და ჩვენი სულით გალესილი სახლი გვენგრევა თავზე.
ღმერთო,  მე მაშინაც მჯერა , როდესაც ვგმობ შენს სახელს და მაპატიე, რომ მე უგუნურს  ხშირად არ მესმის სამართლიანი განაჩენი შენი…
და გეძებ , გაჩენის დღიდან გეძებ ღმერთო ჩემო, ვიცი გიპოვნი…
სადღაც ხარ ასე ვიცი,  ასე მგონია,
სადმე სულის მიუვალ კუთხეში,
გულის მიუღწეველ სარქველში
და ტვინის ჯერ აღმოუჩენელ უჯრედებში…
მე ვიცი, რომ შენ ხარ და მე გიპოვნი.
ალბათ არა ვარ ასე ძლიერი, რომ დაძრას მთები ჩემმა რწმენამ,
გახსნას ყინული, აისბერგებად,რომ შეგროვებულა ჩემს გულში,
შუშის თვალებით ნანახის შემდეგ...
მე მჯერა, რომ ხარ, რომ შენ არსებობ და ყველაფერს ვერ  ჩაწვდება ჭკუა კაცისა.
ყველაფერზე მეტად კი მაინც, შენს არ ყოფნას ვერ გადავიტან…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები