ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2016


მე წავალ...

მე შენი დარდები ხურჯინში მიწყვია შახრაზად,
დავათრევ ასე და სიმძიმეს ვერ უძლებს ეს მხრები...
და როცა ვიღლები უჯრაში ვალაგებ ხანდახან,
შენ მაშინ  გტკივდები, როცა მათ სათუთად ვეხები.

ცხოვრება არ არის ბრძოლა და არც ალბათ „ვენდეტა,“
წლებზე ვერ ვიგლოვებ სამასწელს ცოცხლობენ ყვავები ...
მე წავალ და რადგან უდაბნო სხეულში მეტევა,
შევიკრავ ქალამანს ძვლებიდან ათლილი მყესებით.

ვდგები და მივდივარ, სად წავალ ჯერ თვითონ არ ვიცი,
შენ ახლა უბრალოდ ჩემს ლექსებს, ფანჯრიდან გადაყრი...
მე ალბათ მოვკვდები და მაინც სულ ცოტას დავიცდი,
როგორი გრძნობაა? მითხარი როცა ხარ ამაყი-

იმით, რომ ის „მტერი“ რომელიც დაინდე ვითომ  და
დღეს ისე მოკალი მგონი არ მოგსვლია აზრადაც...
ამ ღამეს ცხედრებზე ზამთარმა ათასჯერ ითოვა
და ათას მეერთედ ჩემს გვამზე გაშეშდა შახრაზად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები