ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წვიმის აკორდი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2016


მწვანე

ვაგორებ ცაზე ღრუბლებს მორივით,
თვალებში ვუმზერ პირდაპირ სარკეს,
ენა მოჭრილი ორატორივით,
დუმილში ვაგდებ ,,სიტყვა ნაცმ“ ანკესს.

სიჩუმე მინდა ახლა ან ძილი
და ვეღარ ვუსმენ მოთქმას ჩემს სულის,
ინვალიდი ვარ და ეს მანძილი,
მე გამოქცევის მიტოვებს სურვილს!!

უდაბნო ვარ და აქ ერთი ხე დგას,
და ისევ ფიქრით ვაწვალებ თალესს,
დალტონიკი ვარ და მაინც ვხედავ
მე თეთრ, ზამთარში შენს მწვანე თვალებს

არ ვაჩუქებდი ალბათ არაფერს
მაგრამ ვაჩუქებ ვიცი და მე მას
კვლავ წლის ამ დროზე და კვლავ უშენოდ
<<უშენობასთან>> დავთქვამ პაემანს..

ბირთვულ ბომბს ვქმნი და (თუნდ ახლა გულით),
ვამდიდრებ ლექსში აქ ამით ატომს,
ყველა ზურმუხტი და გაზაფხული,
შენი თვალების ფერს პლაგიატობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს