ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2016


***

ჩემთან საშინელი დღეებია, ჰერმან,
ყველა ჭრილობამ შემახსენა თავი.
ავი ტაროსია, მტერმა
გაუძლოს ამნაირ ამინდს.
მოდი, დავივიწყოთ, ჰერმან,
მოდი, დავიბრმაოთ თვალი!
მოდი, დავიყაროთ მიწა -
ძალით!
უკან მოსახედი რა გვაქვს?
მეწყერი! მარილის ლოდი!
მოდი, ასე იყოს....ოღონდ...
.......................
-მოდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები