| ავტორი: გულიანა ჟანრი: პოეზია 5 მაისი, 2016 |
დაშვებული ფარდები და კუპრად შეღებილი დედამიწა,არაფერზე მეტყველებდა გარდა იმისა, რომ დაღამდა.არაფერი მოძრაობდა. სიოც კი არ არხევდა ფოთლებს. სიჩუმე ბატონობდა. ასეთი დრო, იშვიათი იყო მის ცხოვრებაში მაშინაც კი როცა,ხშირად მეორდებოდა. მსწრაფლვე უსხლტებოდა ხელიდან წუთს და ყველაფერს არღვევდა. არღვევდა წესებს... ბატონ სიჩუმეს და თეთრად ხატავდა ღამის გარდაცვალებას. მაგრამ ახლა, ახლა მიესაკუთრა და მიისაკუთრა. მიესვენა სასთუმალს და თვალები დახუჭა.უნდოდა ძილამდე ლოცვა წაეკითხა და ამ ლოცვაში ჩაძინებოდა. გაირინდა... ფეხმოუდები ფიფქივით გაეფანტნენ ლოცვები; უცებ მისდასაკვირველად დაინახა რომ თმაჭაღარა, შავი ანაფორით შემოსილი მოხუცი,ოთახის აივნის მიმართულებით წავიდა. ვერ მივხვდა როგორ აღმოჩნდა მის ოთახში. ან უსულო საგანივით როგორ გაუარა გვერდი და აივანზე გავიდა. წარბიც არ შეურხევია რომ სხვის ოთახში იმყოფებოდა თანაც ასე გვიან. მდუმარებაში გაიგივდა ყველაფერი მანამ, სანამ მოხუცმა, თავმოყრილი სათქმელის წარმოთქმა დაიწყო; -აქ ძალიან სიჩუმეა და შენ ჯერ კიდევ სიცოცხლე უნდა აჟრიამულო. ჩემი თეთრი თმები, გახდება ნათელი ჩემი ბნელი სხეულისა და იგი ხშირად იქნება შენი გზამკვლევი და არა მარტო შენი. ხმა უფლისა გულისყურისაა. როგორიც დღევანდელი ღამე თავისი საგალობელით. შენ ნათელი ხარ უფალო... შენ ნათელი ხარ უფალო... უცებ, - ამინ!!! წარმოთქვა მან და თვალები გაახილა. ოთახში არავინ იყო. არც აივანზე. სიჩუმე ისევ თავის კალაპოტში იჯდა. მთელი ღრმა სუნქვით შეისუნთქა ჟანგბადი და ცისაკენ თავაწეულმა, ახლაღა შეამჩნია ვებერთელა მთვარე. შემდგომ გაიღიმა კმაყოფილიანმა და თქვა;- შენ, ნათელი ხარ უფალო! შენ,ნათელი ხარ უფალო! ამინ!!!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. :) ამინ!!!
გმადლობთ... :) :) ამინ!!!
გმადლობთ... :)
3. დიდება უფალო ,შენ! დიდება უფალო ,შენ! დიდება უფალო ,შენ! დიდება უფალო ,შენ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|