ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2016


შენც წახვედი... (ნინო გვასალიას ხსოვნას)

შენც წახვედი... მოიწყინა ბარმა,
აღარ გესმის მაფშალიას სტვენა,
ჩამორეკა მწუხარების ზარმა
და შეწყვიტა ტოროლამაც ფრენა.

შენც წახვედი... მოითენთა ღამე,
აღარ გესმის სიყვარულის ენა,
ცხოვრებისგან თუ გეწყინა რამე -
ან გეტკინა... მიუტევოს ზენამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები