ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2016


მეგონა მეძახდი...

ვარსკვლავთა ცვენაა ვწვები და შენ გხედავ შაჰრაზად,
მეგონა მეძახდი, შენი ხმა ჩამესმა წუხელის.
ან შენზე ფიქრებში ეს ღამეც გათენდა ლამაზად
ან მე არ მახსოვდა მილეთის დარდი და წუხილი...

აქ მთვარე მიწასთან ხომ იცი როგორი  ახლოა,
(ხანდახან მგონია, რომ მის სულს მიდგავენ  მისნები.)
ხან ისიც მამშვიდებს
თავზე რომ ერთი ცა გვახურავს,
ხან ისიც მაღელვებს რომ გნახავ  და არ დამესიზმრები.

შენ უნდა  ოქროსგან აგიგო ძვირფასო ქარვასლა,
მე უნდა დავლიო, დღეები მომწარო  "რახივით".
ქარს  შენი სახელი რამდენჯერ სასულეს  გადასცდა,
იმდენჯერ გაუტყდა კუპიდონს ჩემს გულში მახვილი.

აქ, აღარც "ყურანი" და აღარც დოგმა არც "სურები",
არც ჩემი ზღაპარი,  უდაბნოს მირაჟიც აღარ და...
ეჭვსაც  ვერ შევიტან მე მაინც იმაში სრულებით,
რომ მთვარე ოდესღაც  თაფლისფერ  თვალებში ჩავარდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები