ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2016


იკარგებიან ზოგჯერ მგოსნები

იკარგებიან ზოგჯერ მგოსნები...
რომ არ გაცხადდეს, რა უდევთ  გულში
სათქმელს, ათასჯერ გულში მოხრაკულს
სჯობს ვიწრო  კაფე, ვისკი და სუში..

იკარგებიან ზოგჯერ მგოსნები
მათი სიფხიზლე ჩემსას არა ჰგავს
ტკივათ კი არა, ეწვით საუბნო
და უხმაუროდ  ლეწენ  სარანგავს.

იკარგებიან
რომ ხელმეორედ...
რომ მეათასედ
ლექსი  დაბადონ
ბახუსის ცეცხლში მოვარდნილ  სიტყვით
სუფრის მაგივრად, ლექსს უთამადონ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები