ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2016


შენი ვარსკვლავი (სუხიშვილების ტრაგიკულად დაღუპულ მოცეკვავეს - გვანცა შერგელაშვილს)

შენი ვარსკვლავი ნაადრევად ჩაქრა ამქვეყნად,
წმინდა ტაძარში სანთელს გინთებს ყველა ქართველი,
სამოთხის კარი მოცეკვავეს თუკი განგეხვნა,
საიქიოშიც არ მოგაკლოს ღმერთმა ნათელი.

შენი ვარსკვლავი ნაადრევად ჩაქრა ამქვეყნად,
თუმც გიხდებოდა ყველაფერი: კაბაც... ღიმილიც,
თვით საქართველოს ტკივილი ხარ... თანაც რამხელა,
ვერ მოახერხებს მოშუშებას დროც ამ ტკივილის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები