ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2016


იქნებ არც იყო

იქნებ დასრულდი ან იქნებ იყავ
გამოგონილი, როგორც ზღაპარი...
ან იქნებ მე ვარ ვიღაც უგვანო,
ვერშემდგარი და ერთი საპყარი?!

იქნებ არც იყო ეს ყოველივე,
დიდი გრძნობისთვის ოდენ საკმარი,
ან იქნებ იდგა ჩვენ შორის ვინმე,
გულბოროტი და სულით მზაკვარი!

იქნებ ო, იქნებ არც აუგიათ
ამ ქვეყნად ჩემი ტრფობის ტაძარი
და ამიტომაც გთხოვ მაპატიო
ვერგაჩენილი ვნების ხანძარი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები