ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2016


მონაზვნად შემდგარს...

როგორ მიყვარდი... მონაზვნად შემდგარს
ახლაც გიგალობს გული ალალი,
იმორჩილებდი ამაყს და მედგარს,
ისე გშვენოდა მხრებზე დალალი.

ისე მიყვარდი გოგოვ... სიცოცხლეს
სიტყვის უთქმელად დავთმობდი შენთვის,
ვიდრე უფალი ჩემს თავს გიცოცხლებს,
ჩემი კაცობაც სიყვარულს ერთვის.

თუმც დაგვაშორა ბედმა ამგვარად,
ამ მარტოობას ვერ ვეგუები,
არ შემიძლია ყოფნა სხვაგვარად,
როცა ამქვეყნად შენ მეგულები.

წმინდა ტაძარში მონაზვნად შემდგარს
ისევ გიგალობს გული ალალი,
აჯადოვებდი ამაყს და მედგარს,
ისე გშვენოდა მხრებზე დალალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები