ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პროზა
13 მაისი, 2016


ნუ მოგვით ფოთლებს

ლოკოკინას ბილიკზე გავლა უსიამოვნების ტალღებად გადაიქცევა და შემოდგომისფერი სიყვითლით ვავადდები... მერე მოდიან გულაცრუებული ჭიანჭველები, მოდიან რისხვით და განადგურებით მემუქრებიან. მე შემოდგომისფერი სიყვითლე დამკრავს და მაციებს… ჰორიზონტისკენ ვიმზირები და ვხედავ ერთადერთ ხეს, რომელსაც ფესვი არ უჩანს, მაგრმ არასდროს აციებს, მას არასდროს დაჰკრავს შემოდგომისფერი სიყვითლე. ჩვენ მაინც ვგავართ ერთმანეთს. არა, მე ის ვარ და ის მე,-ის ჯანსაღია. მე ტოტები აქა-იქ მაქვს გაშვერილი და ფოთოლმსხმოიარე ვარ. მერქანი მიუხეშდება სიცივისას, თუმცა მერქნის შიგთავსი წლების მანძილზე ინახავს და აგროვებს მზის სხივებს. მერქანი  წუხილია, რომელსაც დროიდან დრომდე ვიცვლი ხოლმე... ფოთლებს არ უნდათ ჩემგან წასვლა, თუმც უჭირთ კანონზომიერების შეცვლა და მტოვებენ... მეეზოვეებო, ნუ მოგვით ფოთლებს შემოდგომაზე... ისინი მე ვარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები