ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
30 მაისი, 2016


რეალობა

.ერთი მეგობარი მყავს..ჰო და ერთხელაც შეუყვარდა ქალი...საქმეს ისიც  ართულებდა  რომ  იმ  მაგრად ქალს ეკიდა, მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი, მე ჩემი მეგობარი მაღელვებდა და არა ის ძუკნა ...მივდიოდი ხოლმე  მასთან და ის თანდათან დნებოდა...ცოტაც და წერილს წაიღებდაო, ამბობენ ხოლმე ამ დროს....და ეს რომ 21-ე    საუკუნეში ხდება???? ხო და წერილს კი არა, მალე მეილს გააგზავნიდა იმ  ქვეყნად (დადასტურებასაც მიიღებდა უეჭველი)
.....
ბოლოს მივხვდი რომ მისი დაწყნარება, რაღაცის ახსნა და ბლა-ბლა-ბლა-ს აზრი არ ქონდა..ის ქალი საშინელი ძალით ექაჩებოდა თავისკენ....როგორც შავი ხვრელი!
.........
ჰოოო და მივადექი ერთ დილას, გადავხადე საბანი..კვნესით გადმობრუნდა....თვალები ჩამქრალი ქონდა......მგონი უკვე იმ ქვეყნად გასაგზავნი მეილის ტექსტს აზუსტებდა....ჩამოვჯექი, სიგარეტს მოვუკიდე, მაგარი ნაფაზი დავარტყი  და ეგრევე ვაჯახე, უმოწყალოდ..."აუუ ძმაო!.... შენ იმენნა რა  მაგრად უძლებ!  შენს ადგილას რომ ვიყო, ცვეტში ეგრევე თავს მოვიკლავდი მეთქი... და დავუგდე საწოლზე ირანული წარმოების სარეცხის თოკი....
მერე  გავედი სამზარეულოში, სიგარეტი კედელს მივასრისე , გადავაფურთხე  და წავედი....
ზუსტად ერთი კვირა აღარ მივსულვარ. არც მინერვიულია! თვითონ მომადგა! ....
უშველა წამალმა.... მწარეა ეს ოხერი რეალობა  და ნაღდი!...
გამოჯანმთრელდა......


ს.ნ.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები