 | ავტორი: სერგეი ჟანრი: პროზა 28 აგვისტო, 2016 |
სროლის ხმა გაისმა ჯერ, მერე მინის მტვრევა... მატარებელი გაჩერდა და საშინელი ხმაური ატყდა, ვიღაც კი ტყისკენ გაიქცა სწრაფად . ---აი, გაიქცა! ნახეთ გარბის!.... კუპეში მძიმედ სუნთქავდა მოხუცი მამაკაცი...სისხლიანი ხელი მჭიდროდ მიეჭირა მხარზე...უცნაურად იღიმებოდა....კუპე სავსე იყო ხალხით...ყველა უნდოდა ახლოდან ენახა ლეგენდარული მენსონი! ნუთუ მართლა ესროლეს??????....კი მაგრამ რატომ??? ---ოჰ! ეს ხომ დიდი მენსონია? თქვენ ხართ მართლა??? ვინ გესროლათ? როგორ შეცვლილხართ! ავტოგრაფს მომცემთ? აჰ....ხელი გტკივათ? კარგით....მაპატიეთ! ყველა ფილმი მაქვს თქვენი ნანახი!!!.....ეს მენსონია! ღმერთო!..მენსონს ესროლეს!!!....რა საშინელებაა!!!!! ---გაიწიეთ! ძლივს სუნთქავს!.... ექიმი მოუშვით!....
.... .... ....
საავადმყოფოში საღამოსკენ ვიღაც ჩუმად შეიპარა პალატაში...ერთხანს ჩუმად იდგა , მიიხედ-- მოიხედა მერე საწოლს მიუახლოვდა. ---მენსონ!..ეი მენსონ! ხომ კარგად ხარ? გძინავს?..მე ვარ ..... მენსონი გადმობრუნდა ----შეეენ???...გმადლობ მეგობარო!.... არ ვიცი კიდევ როგორ....ხომ არავინ დაგინახა? რატომ მოხვედი? საშიშია ასე......მერე გნახავდი.... -----არაფერია..არის რამე?...აბა ? ----კი, როგორ არა.... ცენტრალური გაზეთის პირველ გვერდზე გავედი!.... ორმა ტელევიზიამ მიმიწვია უკვე...სერიალი არის რაღაც ...იქაც გავახსენდი და რა ვიცი....გამოვიდა მგონი... --კარგია ----ჰო, მაგრამ ერთხელაც... ----ვიცი, მე მჯერა შენი, მაგრამ ერთხელაც .....--და მათ ერთდროულად გაიცინეს ----ერთხელაც ვეღარ ამაცდენ... ----ჰო...მაგრამ მე ჯერ კიდევ კარგად ვისვრი...! ----გმადლობ მეგობარო.....ჩუმად!.... ვიღაც მოდის..წადი, არავინ გიცნოს.....ტელევიზორში მოვისმინე, თვითმხილველები ამბობდნენ....გეძებენ, ხომ იცი.....ჰო, მართლა! დამპირდი რომ ღირსეულად მომკლავ მერე .... სტუმარმა ხმაურით ჩაყლაპა ნერწყვი, რაღაცის თქმა უნდოდა კიდევ , მაგრამ მენსონმა ხელით შეაჩერა......... სტუმარმა ქუდი ჩამოიფხატა და სწრაფად გავიდა....... მენსონს ცრემლით აევსო თვალები და ჩუმად ჩაილაპარაკა: --გმადლობ, მეგობარო.......................
ს.ნ. 2016.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჰაჰაჰა... როგორი მდიდარი ფანტაზია გაქვთ... სულ მიკვირს, ფიქცია როგორ იქმნება... ჰაჰაჰა... როგორი მდიდარი ფანტაზია გაქვთ... სულ მიკვირს, ფიქცია როგორ იქმნება...
1. კარგი იყო...
კარგი იყო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|