ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: საბავშვო
16 მაისი, 2016


მხიარული პინგო

პინგვინ პინგოს უყვარს ხტუნვა
და ბუშტებით თამაში,
გასაკვირი ნურაფერი
გეჩვენებათ ამაში.

დახტუნაობს პინგო წყალში,
ყინულზე, თუ ტალახში,
ერთხელ, ასე ხტუნვა-ხტუნვით
ჩამოვიდა ქალაქში.

საბავშვო მაღაზიაში
ბევრი ბუშტი იყიდა
და მხიარულ ხასიათზე
გამოვიდა იქიდან.

ყველა ბუშტი, სულ ორ წუთში,
გაუბერა ნიავმა,
მერე, ფერადი ძაფებით
ერთმანეთზე მიაბა.

პინგო მაღლა აიტაცეს
საჰაერო ბურთებმა,
და შინისკენ, ხტუნვის ნაცვლად,
ფრენა-ფრენით ბრუნდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები