ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2016


*******

ალიხე, მალიხე, სალიხე
ამ, ნატვრას არა აქვს მიზეზი.
მკლავები მქონდა და გამიხმნნენ,
თვალები მქონდა და გიმზერდი.

შავია სამყარო უთვალო,
ალიხე, მალიხე, სალიხე,
ჩიტო, ჩემს მაგივრად უთხარ რომ
მოვკვდები და მის ჭირს წავიღებ...

ალიხე, მალიხე, სალიხე,
მკლავები მქონდა და გამიხმნნენ...

********
დგები მთვარეულის ფრთხილი ნაბიჯებით,
კართან მიაცილებ ლანდებს
სათითაოდ,
მაგრამ საბოლოოდ ვიდრე გაგიჟდები  ყველა გაცილება უნდა დაითვალო...

******
ფესვებივით თმის სიღრმეში წასულს,
თითებს ძირში ფრჩხილებივით ვიჭრი...
ვთხრი და ვეღარ ვასაფლავებ წარსულს,
უნიათო მესაფლავის ნიჭით...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები