ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: საბავშვო
19 მაისი, 2016


თათუსია დამესიზმრა

თათუსია დამესიზმრა
გუშინწინ თუ გუშინ
და ბავშვების მოყვარულმა
ჩავიკარი გულში.

წავუკითხე მამამისის
თბილზე თბილი ლექსი,
დედამისის გამომცხვარი
მეც მაჭამა კექსი.

თუ უბერავს - უბერავდეს
სიყვარულის ქარი,
მსურს მისთვისაც ჟღერდეს მუდამ
პოეზიის ქნარი.

კვლავ ჩიტების ჟღურტული და
ისმის ტაში - ტუში,
კიდევ ერთხელ აყვავილდა
თათუსიას ნუში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები